
წელს ჯპს 31 წლის ხდება და დაბადების დღესთან დაკავშირებით ოქტომბრის თვე მასშტაბურ დღესასწაულად გადაიქცევა.
სიურპრიზებისა და ექსკლუზიური შეთავაზების დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, მანამდე კი მთავარი სამზადისი იწყება.
მთავარი შეთავაზება: 28, 29 და 30 ოქტომბერს შენს ზღარბი ბარათზე არსებული ქულები ორმაგდება!
ქულების გაორმაგება რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს, გეძლევა უნიკალური შანსი, ზღარბი ბარათზე რეკორდული რაოდენობის ქულები დააგროვო.
8-9 ოქტომბერს ჯპს-ის აფთიაქებში და ონლაინ მინიმუმ 150-ლარიან შენაძენზე ზღარბი ბარათზე დამატებით 80 ქულა დაგერიცხება და, რა თქმა უნდა, არსებულ ბალანსთან ერთად, საჩუქრად მიღებული ქულები ჯპს-ის დაბადების დღეზე გაორმაგდება. ამ დღეებში მიღებული 80 ქულა შენს ბალანსზე 12-13 ოქტომბერს აისახება.
თითოეულ მომხმარებელს დაერიცხება მაქსიმუმ 80 ქულა.
ზღარბი ბარათზე დაგროვებული ქულები უბრალოდ ბონუსის ხასიათს აღარ ატარებს. ამ შემთხვევაშიც, დაგროვებული ქულები პირდაპირი წვდომაა სხვადასხვა შეთავაზებით საყვარელი პროდუქტების შეძენაზე ან ისეთების აღმოჩენაზე, რომლებსაც სტანდარტული ფასდაკლება იშვიათად ეხება.
ერთი სიტყვით, დიდი დღესასწაული ახლოვდება, ჯპს-ის საიუბილეო სიურპრიზების სრული სია კი ჯერ კიდევ წინ არის. გამოიყენე ოქტომბრის თვის თითოეული შესაძლებლობა, დააგროვე რეკორდული ქულები ზღარბი ბარათზე და მოემზადე დაბადების დღისთვის!