
წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის საზაფხულო თავგადასავლები კიდევ უფრო სასიამოვნო და განსაკუთრებული გაგვეხადა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ლიმიტირებული საზაფხულო ნაკრები SUN BOX, რომელშიც ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები გავაერთიანეთ.
ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია, 380₾-ის ღირებულების ნაკრებს 149₾-ად შეიძენ.
ნაკრები ისეთი პროდუქტებით შევავსეთ, რომლებიც ცხელ დღეებში კანისა და თმის სრულყოფილ მოვლაში, დაცვასა და ბზინვარებაში გამოგადგება.
1. NUXE Sun - მზისგან დამცავი სახისა და ტანის მისტი SPF30 (150 მლ)
მსუბუქი, გამაგრილებელი მისტი, რომელიც მომენტალურად შეიწოვება კანში. იგი უზრუნველყოფს UVA/UVB სხივებისგან საიმედო დაცვას, არ ტოვებს თეთრ კვალს და კანს განუმეორებელ სურნელს ანიჭებს.
2. NUXE Sun Glow - შეფერილი მზისგან დამცავი ფლუიდი SPF30 (40 მლ)
შენი სახის კანის საუკეთესო მეგობარი მზიან დღეებში. ფლუიდი ერთდროულად იცავს კანს მზისგან, ანიჭებს მას ჯანსაღ, ოქროსფერ ელფერს და ატენიანებს სიღრმისეულად.
3. NUXE Huile Prodigieuse Florale - მშრალი ზეთი როლერით (60 მლ)
ლეგენდარული ფრანგული ზეთის ყვავილოვანი ვერსია მოსახერხებელი როლერით. ანიჭებს სახეს, ტანსა და თმას აბრეშუმისებრ ბზინვარებასა და კვებავს ინტენსიურად, კომპაქტური შეფუთვა კი ჩანთით სატარებლად იდეალურია.
4. URIAGE - თერმული წყალი (50 მლ)
100%-ით ბუნებრივი, ალპური თერმული წყალი, რომელიც მყისიერად ამშვიდებს, ატენიანებს და იცავს მზისგან გაღიზიანებულ კანს. შესანიშნავი საშუალება ცხელ დღეებში კანის გამოფხიზლებისთვის.
ძირითად პროდუქტებთან ერთად, SUN BOX-ში დაგხვდება სპეციალური საჩუქრებიც:
THE BODY SHOP-ის შხაპის გელი (60 მლ) და PHYTO-ს შამპუნი (50 მლ): სამოგზაურო მინი-ფორმატები ახალი არომატებისა და თმის მოვლის საშუალებების დასატესტად.
Afflelou Paris-ის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი: ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში, შენ მიერ შერჩეულ ერთ მზის სათვალეზე შემდეგი ბრენდებიდან: AFFLELOU PARIS, CAROLINA LEMKE, KOMONO.
სად შეიძენ SUN BOX-ს?
ბოქსების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჯპს-ის ფიზიკურ ფილიალებში შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: ჭავჭავაძის გამზირი №30
თბილისი: თბილისი მოლი
თბილისი: სითი მოლი (საბურთალო)
თბილისი: მერაბ კოსტავას ქუჩა №4
ბათუმი: გორგილაძის ქუჩა №66
ბათუმი: კობალაძის ქუჩა №8ა
ქუთაისი: გრიშაშვილის №27 / გ. ტაბიძის №36
ბოქსების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ იჩქარე და გამომზეურდი ჯპს-სთან ერთად!