
სიმშრალე, გაღზიანება, ცხიმის ზედმეტი გამოყოფა, აქრცვლა - ეს და სხვა პრობლემები, რომლებიც სახის კანთანაა დაკავშირებული, ფაქტობრივად, ყველასთვის ნაცნობია. შესაძლოა, თქვენც იმ ადამიანების რიგში ხართ, რომლებიც ამ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობენ.
როგორც წესი, ამ დროს სხვადასხვა კრემსა თუ შრატს ტესტავენ ხოლმე. თუმცა, მთავარი - სახის დასაბანი ავიწყდებათ. ხშირად, კანის გაღიზიანების მიზეზი სწორედ არასწორად არჩეული სახის დასაბანი საშუალებაა.
სახის კანზე ისეთი ფაქტორები ზემოქმედებს, როგორიცაა მტვერი, ქარი, მაკიაჟი, ზედმეტად ცივი ან ცხელი ამინდი, ასევე ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. იმისთვის, რომ თქვენმა კანმა „ისუნთქოს“ მას დახმარება სჭირდება.
ამ ბლოგში გაიგებთ, როგორ იზრუნოთ კანზე, რა ტიპის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორ შეარჩიოთ ისინი, რა შეცდომები უნდა აიცილოთ თავიდან და სად შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქცია.
იმისთვის, რომ თქვენთვის შესაფერისი სახის დასაბანი საშუალება შეარჩიოთ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. არასწორი პროდუქტის გამოყენებამ შესაძლოა კანის მდგომარეობა გააუარესოს. მაგალითად, სიმშრალე ან პირიქით, ცხიმის გამოყოფა გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ კანის ტიპები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა. ესენია: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული და მგრძნობიარე.
მშრალი კანი სებუმის, ბუნებრივი ცხიმის დეფიციტით ხასიათდება. ეს მუდმივ დაჭიმულობას იწვევს, განსაკუთრებით, დაბანის შემდეგ. ამას თან ახლავს აქერცვლა, უხეში ტექსტურა და სიწითლე. ამ ტიპის კანს ნაზი, დამატენიანებელი დასაბანი გელი ან კრემი სჭირდება.
ცხიმიანი კანი ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობით გამოირჩევა, რაც კანის ზედაპირზე მუდმივ ბზინვარებას იწვევს. დამახასიათებელია გაფართოებული ფორები და აკნესა და კომედონებისკენ მაღალი მიდრეკილება. ამ ტიპის კანისთვის იდეალურია გამწმენდი სახის დასაბანი ქაფის ან გელის გამოყენება.
კომბინირებული კანის ტიპი ყველაზე გავრცელებულია. ის მშრალ და ცხიმიან ზონებს აერთიანებს. როგორც წესი, T-ზონა (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) ცხიმიანი და ბზინვარეა, ხოლო ლოყები – ნორმალური ან მშრალი. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია ბალანსირებული სახის დასაბანი გელი.
მგრძნობიარე კანი - უნდა აღინიშნოს, რომ ეს არა ცალკეული ტიპი, არამედ კანის მდგომარეობაა, რომელსაც გარე თუ შიდა ფაქტორებზე მაღალი მგრძნობელობა ახასიათებს. ეს ხშირად სიწითლით, ქავილითა და გაღიზიანებით ვლინდება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ჰიპოალერგიული და არომატიზატორებისგან თავისუფალი სახის დასაბანი საშუალება განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიოთ.
ფაქტია, რომ რაც მშრალ კანს სჭირდება, შეიძლება ცხიმიანმა საერთოდ ვერ აიტანოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რომელი ტიპის კანი გაქვთ.
ამის გასარკვევად, შეგიძლიათ რამდენიმე პრაქტიკული მეთოდი, სახლის პირობებში, გამოიყენოთ.
„Bare Face Test“ - ყველაზე მარტივი და სანდო მეთოდია. თავდაპირველად, სახე ნაზად, მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ, არ წაისვათ კრემი, ზეთი ან ტონერი. ერთი საათით დაელოდეთ და შემდეგ შეაფასეთ კანის მდგომარეობა.
თუ T-ზონა - შუბლი, ცხვირი, ნიკაპი ბზინვარებს, ფორები გაფართოებულია - ეს ნიშნავს, რომ კანი ცხიმიანია;
მაშინ, როდესაც T-ზონა ოდნავ ბზინვარებს, ხოლო ლოყები მშრალია, საქმე გაქვთ კომნინირებულ კანის ტიპთან;
თუ მთელ სახეზე დაჭიმულობას გრძნობთ და კანი იქერცლება, ესე იგი, თქვენ მშრალი კანი გაქვთ;
ნორმალური კანის ტიპის შემთხვევაში კი, ზედმეტი ბზინვარება და დაჭიმულობა არ შეინიშნება.
მეორე გავრცელებული მეთოდი არის ქაღალდის ხელსახოცის ტესტი. მას შემდეგ, რაც დაბანიდან ერთი საათი გავა, სახეზე ხელსახოცი დაიდეთ. თუ ხელსახოცი მთლიანად გაცხიმიანდა, ესე იგი ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ცხიმი მხოლოდ T-ზონაზეა, მაშინ კომბინირებული. იმ შემთხვევაში, თუ ხელსახოცი მშრალი იქნება, ჩათვალეთ, რომ თქვენი კანის ტიპიც ასეთია, ხოლო თუ ცხიმის მცირე კვალი შენიშნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმალური კანის ტიპი გაქვთ.
კანის ტიპის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ, დროა, დასაბანი საშუალება შეარჩიოთ. ამ დროს, მთავარია, რომ პროდუქტი ჭუჭყსა და მაკიაჟს ეფექტურად აშორებდეს, მაგრამ კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს არ აზიანებდეს.
საუკეთესო არჩევანი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მთავარი გამოწვევა ტენიანობის შენარჩუნებაა. აგრესიული დასაბანი საშუალებები ლიპიდურ ბარიერს ხსნიან, რაც სიმშრალესა და დაჭიმულობას კიდევ უფრო აძლიერებს.
მშრალ და მგრძნობიარე კანს კრემოვანი გელი ან რძის ტექსტურის დასაბანი უხდება. ორმაგი წმენდის პირველ ეტაპად კი რეკომენდებულია ზეთოვანი დასაბანი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ცხიმოვან ფაზას შეიცავენ, რომელიც კანს ზედმეტი გამოშრობის გარეშე წმენდს. მათი დაბალი pH ფორმულა კანის მჟავიანობის ბალანსს ინარჩუნებს.
ამ ტიპის კანისთვის მოძებნეთ პროდუქტები, რომლებიც ისეთი დამატენიანებელი კომპონენტებითაა გამდიდრებული, როგორიცაა:
ცერამიდები - ლიპიდები, რომლებიც კანის ბარიერს აღადგენს და აძლიერებს;
ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი - ტენიანობის შემნარჩუნებელი ინგრედიენტები;
შიის კარაქი ან ნუშის ზეთი - დამატებითი კვებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ უნდა მოერიდოთ ისეთი დასაბანი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ალკოჰოლს, სულფატებს (SLS/SLES) და ძლიერ არომატიზატორებს შეიცავს. ვინაიდან, ისინი კანს აღიზიანებენ და აშრობენ.
საუკეთესო არჩევანი ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ, ისეთი დასაბანი უნდა გამოიყენოთ, რომელიც ზედმეტ სებუმსა და ფორებში დაგროვილ ჭუჭყს ეფექტურად გაუმკლავდება.
შესაბამისად, რეკომენდებული პროდუქტის ტიპია მსუბუქი სახის დასაბანი გელი ან სახის დასაბანი ქაფი (Foam Cleanser). აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ცხიმს ქაფი უფრო სწრაფად შლის და სისუფთავის შეგრძნებას უზრუნველყოფს.
ძირითადად, დასაბანი გელები და ქაფები წყალზე დაფუძნებული პროდუქტებია, რომლებიც ფორებს ღრმად წმენდენ, ხელს უშლიან აკნეს განვითარებას და ბზინვარებას აკონტროლებენ.
ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები შემდეგ ძირითად ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს:
სალიცილის მჟავა (BHA) - ცხიმში ხსნადი მჟავაა, რომელიც ფორებში აღწევს და მათ შიგნიდან ასუფთავებს;
გლიკოლის მჟავა (AHA) ხელს უწყობს კანის ზედაპირის ექსფოლაციას - მკვდარი უჯრედების მოცილებას;
თიხა (Kaolin/Bentonite) - ზოგიერთი სახის დასაბანი გელი მცირე რაოდენობით თიხას შეიცავს, რომელიც ცხიმს შთანთქავს.
მოერიდეთ მძიმე მინერალურ ზეთებსა და კრემისებურ ტექსტურებს, რომლებმაც ფორები შეიძლება კიდევ უფრო დაახშოს.
საუკეთესო არჩევანი კომბინირებული კანისთვის
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კომბინირებული კანი ბალანსს საჭიროებს. დასაბანმა ცხიმიანი T-ზონა უნდა გაწმინდოს, მაგრამ ამავდროულად, ლოყები არ უნდა გამოაშროს.
სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია რბილი დასაბანი გელის ან მსუბუქი, არააგრესიული სახის დასაბანი ქაფის გამოყენება. როგორც წესი, ასეთი ფორმულები, ზეთს არ შეიცავს და გაღიზიანებას არ იწვევს. ისინი ცხიმიან ზონებს ეფექტურად ასუფთავებენ.
აღსანიშნავია, რომ კომბინირებული კანისთვის საღამოს რუტინაში ორმაგი წმენდაა რეკომენდებული. პირველი ეტაპზე მაკიაჟის, მზისგან დამცავი კრემის და ცხიმის მოსაშორებლად ზეთოვანი დასაბანი ან მიცელარული წყალი გამოიყენეთ. შემდეგ, დარჩენილი ჭუჭყის მოსაშორებლად, სახეზე მსუბუქი დასაბანი გელი დაიტანეთ. სრულყოფილ წმენდას, ნებისმიერი ზონის გამოშრობის გარეშე, სწორედ ეს უზრუნველყოფს.
შედეგად, ფაქტია, რომ ზეთოვანი დასაბანი იდეალურია მაკიაჟის მოსაშორებლად და მშრალი კანისთვის; დასაბანი გელი ყველაზე უნივერსალური საშუალებაა, რომელიც კარგია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის; სახის დასაბანი ქაფი მსუბუქი, მაგრამ ეფექტურია და ხშირად გამოიყენება ცხიმიან კანზე; კრემოვანი დასაბანი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი.
სახის დასაბანი საშუალების სწორად შერჩევა მხოლოდ საქმის ნახევარია. რეალურად, პროდუქტის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას ყოველდღიურად. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია და ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
წყლის ტემპერატურა - არასდროს გამოიყენოთ ძალიან ცხელი წყალი. ცხელი წყალი კანის ბუნებრივ დამცავ ლიპიდურ ბარიერს შლის, რაც გამოშრობასა და გაღიზიანებას იწვევს. საუკეთესო ვარიანტია, რომ ნელთბილი ან გრილი წყლით დაიბანოთ.
დაბანის სიხშირე - სახე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა დაიბანოთ. ეს აუცილებელია, რადგან დილით მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი ცხიმი და პროდუქტები უნდა მოიშოროთ. საღამოს კი, დაბანა საჭიროა მაკიაჟის, მზისგან დამცავისა და ჭუჭყის მოსაშორებლად.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა - კანის ძლიერ გახეხვას ან აგრესიული, მარცვლოვანი სკრაბების ყოველდღიურ გამოყენებას მოერიდეთ. ზედმეტმა ექსფოლაციამ შეიძლება კანი ძალიან დააზიანოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მას ფრთხილად მოეპყრათ.
დასაბანის გამოყენების შემდეგ, კანზე ტონერი, შრატი და დამატენიანებელი კრემი წაისვით, რათა ის დააბალანსოთ და დაატენიანოთ.
იდეალური სახის დასაბანი საშუალების მოსაძებნად, რომელიც თქვენი კანის ტიპსთვისა განკუთვნილი, შეგიძლიათ ჯპს-ის ფართო ასორტიმენტს გადახედოთ.
როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, სახის კანის ჯანმრთელობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი დასაბანი საშუალებების სწორად შერჩევას უჭირავს. იდეალურმა პროდუქტმა შესაძლოა თქვენი კანის მდგომარეობა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ვინაიდან, პრობლემური სახის კანი ზოგჯერ თავდაჯერებულობაზეც აისახება.
გაითვალისწინეთ, რომ არჩევანი ყოველთვის ხარისხიან დასაბან საშუალებებზე უნდა შეაჩრეოთ. სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში სწორედ ასეთი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. აფთიაქში და ვებ გვერდზე სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილი სახის დასაბანი არის წარმოდგენილი. კვალიფიციური ფარმაცევტები მომხმარებლებს ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხობენ და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან.
დაიმახსოვრეთ, რომ ეტიკეტები ყოველთვის უნდა წაიკითხოთ. ასევე, თქვენი კანის ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინეთ და ისეთი სახის დასაბანი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს კანს ყველაზე მეტად მოუხდება.