
შესაძლოა, რთულად წარმოსადგენი იყოს, როგორ მოქმედებს თქვენი ცხოვრების სტილი, გარემოფაქტორები და სტრესი კანის სტრუქტურაზე. თუმცა ფაქტია, რომ მის ნაადრევ დაბერებასა და გამოშრობას სწორედ ეს განაპირობებს.
უნდა იცოდეთ, რომ სახის კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი დატენიანებით იწყება. სისუფთავე, სიმშვიდე და ტენიანობა - ყველაფერს, რაც თქვენს კანს სჭირდება ერთი პროდუქტი - ავენი ჰიდრანსი უზრუნველყოფს. ეს არის ეფექტური საშუალება, რომლის სანდოობა არაერთი კვლევით დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ბრენდის ისტორია მე-18 საუკუნეში, საფრანგეთის პატარა ქალაქ ავენში დაიწყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ავენი კი უამრავი ადამიანის ცხოვრებაში შეუცვლელ ადგილს იკავებს.
ზოგადად, დატენიანება ყველასთვის უცილებელია, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მშრალი ან ძალიან მშრალი კანი აქვს. ამ ტიპის კანი ნაკლებად გამოიმუშავებს ცხიმს - სებუმს, რომელიც ტენიანობის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს.
ავენი დამატენიანებელი ნაზი ტექსტურითა და მდიდარი ფორმულით თქვენი სახის კანის ერთგული მეგობარი გახდება.
უფრო ზუსტად, როგორია ბრენდის ისტორია, რა კომპონენტებისგან შედგება კრემი, რა განაპირობებს მის უნიკალურობას, სად შეგიძლიათ შეძენა - ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ამ ბლოგის საშუალებით გაიგებთ.
დღესდღეობით ავენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული დერმატო-კოსმეტოლოგიური ბრენდია, რომელსაც უამრავი ადამიანი ენდობა.
თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე, 1736 წელს, საფრანგეთის პატარა ქალაქ ავენში დაიწყო. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთმა გლეხმა, რომლის ცხენსაც კანის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ცხოველი წყაროს წყლით აბანავა და ის სრულიად გამოჯანმრთელდა. 1743 წელს კი, თერმული აბანოები გაიხსნა, სადაც ისეთი ადამიანები დადიოდნენ, რომლებიც ეგზემით, ატოპიური დერმატიტით, ფსორიაზითა და სხვა სახის კანის პრობლემებით იტანჯებოდნენ. სულ მალე ავენის წყაროს წყლებმა სახელი საფრანგეთში, შემდეგ კი, მთელ ევროპაში გაითქვა. ჯერ კიდევ 1772 წელს მისი სამკურნალო თვისებები ოფიციალურად აღიარა სამედიცინო აკადემიამ - The Montpellier Academy of Medicine.
მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო 1975 წელს, როდესაც ავენის თერმალური წყარო ცნობილმა ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pierre Fabre Laboratories-მა შეიძინა. სწორედ ამ დროს დაიწყო მეცნიერული კვლევები, რომელთა შედეგად მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის მოვლის ხაზები შეიქმნა. 1990 წელს კი, Avène როგორც დერმოკოსმეტიკური ბრენდი ოფიციალურად ჩამოყალიბდა.
შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის სანდოობასა და ეფექტურობას თერმული წყლის მაგია განაპირობებს. ავენის წყალი სანამ ზედაპირზე ამოვა, მიწის ქვეშ დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ბუნებრივად იფილტრება. ამ დროს წყარო ბიოლოგიურად აქტიური ელემენტებით მდიდრდება, რომლებიც დამამშვიდებელი, ანთებისშემცირებელი და დამცავი ეფექტითაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ამ წყლის ეფექტურობაზე 150-ზე მეტი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული. ავენის პროდუქცია ჰიპოალერგენური ფორმულებით გამოირჩევა - არ შეიცავს ალკოჰოლს, პარაბენებსა და სურნელოვან დანამატებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ისინი უშუალოდ წყაროსთან ახლოს მზადდება, რათა ბუნებრივი თვისებები ბოლომდე შენარჩუნდეს.
ბრენდის სანდოობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსოფლიოში ყოველ ორ წამში თერმული წყლის ერთი სპრეი იყიდება. საინტერესო ფაქტია, რომ წყაროს ტერიტორიას სახელმწიფო იცავს, როგორც ბუნებრივ სამკურნალო ზონას.
აღსანიშნავია, რომ Avène ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი მზისგან დამცავი ფორმულების წარმოება დაიწყო.
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ კანს დატენიანება მხოლოდ მაშინ სჭირდება, თუ ის აშკარად გამომშრალია. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, რადგან კანი ყველაზე დიდი ორგანოა და ბუნებრივია, მასზე გარემოფაქტორები მოქმედებს. მზის სხივები, მტვერი, ქარი, არაჯანსაღი კვება, სტრესი - კანის სიჯანსაღეზე უარყოფითად აისახება. იმისთვის, რომ მისი გამოშრობა და ნაადრევი დაბერება თავიდან აიცილოთ, დატენიანებაა საჭირო. ავენი ჰიდრანსი ის საშუალებაა, რომელიც თქვენს კანს დაიცავს და ბზინვარებას დაუბრუნებს.
დატენიანება ნებისმიერი ტიპის კანისთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება მშრალი, შერეული თუ ცხიმიანი.
კანი ტენიანობას ყოველდღიურად კარგავს. გარემოფაქტორების ზემოქმედებით, მისი ბუნებრივი ბალანსი ირღვევა და ზედაპირი შრება. ავენი ჰიდრანსი ამ დანაკარგს ამცირებს და კანის ბარიერს იცავს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმს მიკრობებისგან, ქიმიური ნივთიერებებისა და მტვრისგან კანის ზედაპირზე არსებული ლიპიდური ბარიერი იცავს. მაშინ, როდესაც ის შრება ან ზიანდება, ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება, სიწითლე, ანთება და ალერგიული რეაქციები.
ავენი დამატენიანებელი კრემი ბარიერს წყალითა და ცხიმოვანი კომპონენტებით ამდიდრებს, რითაც აღდგენაში ეხმარება. ასევე, მის შემადგენლობაში არსებული SPF 30 სახის კანს მზის მავნე სხივების ზემოქმედებისაგან იცავს. ეს კი პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკს ამცირებს.
როდესაც კანი კარგად არის დატენიანებული, ის უფრო გლუვი და მბზინვარეა, ნაკლებად შეიმჩნევა ნაოჭები და მაკიაჟიც უფრო სრულყოფილია.
ხშირად ცხიმიანი ან შერეული ტიპის კანის მქონე ადამიანები მიიჩნევენ, რომ დამატენიანებელი არ სჭირდებათ, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც კანი შრება, ის კომპენსირებას მეტი ცხიმის გამოყოფით ცდილობს, რაც ფორების დაბინძურებასა და გამონაყარს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ სასურველ შედეგს კრემის რეგულარული გამოყენება მოგიტანთ.
ავენი ჰიდრანსი სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს.
რა თქმა უნდა, მის შემადგენლობაშია დამამშვიდებელი და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებით განთქმული ავენის თერმული წყალი. ის მგრძნობიარე კანის ფიზიოლოგიურ ბალანსს იცავს, უჯრედების რეზისტენტობას აძლიერებს და კანის რეაქტიულობას ზრდის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SPF 30 UVA/UVB ფილტრები, რომლებიც მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან კანის დასაცავად აუცილებელია.
არსებობს პატენტირებული ინგრედიენტი ლიპომუცინი, რომელიც ჰიდროლიპიდურ შრეს აღადგენს და ავენის თერმული წყლის უჯრედებში ჩაღწევასა და განაწილებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ავენი ჰიდრანსი შეიცავს პატენტირებულ ინგრედიენტ მეიობოსერინს (Meioboserine), რომელიც ხელს უშლის კანიდან თერმული წყლის აორთქლებას.
სწორედ ამ ინგრედიენტიების ერთობლიობა განაპირობებს იმ უნიკალურ შედეგს, რითაც ავენი ჰიდრანსი გამოირჩევა. ის კანს, მთელი დღის განმავლობაში, ღრმად ატენიანებს; გაღიზიანებას ამშვიდებს; მზის UVA/UVB სხივებისგან იცავს; სირბილესა და ელასტიკურობას ანიჭებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ Avène Hydrance სერია ინოვაციურ პატენტირებულ Cohederm™ ფორმულას შეიცავს, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ კანი ღრმად და ხანგრძლივად დაატენიანოს.
მისი აქტიური ნივთიერებები კანის შიგნით პატარა „წყლის რეზერუარებს“ ქმნიან, საიდანაც კანი ტენიანობას ნელ-ნელა, მთელი დღის განმავლობაში, იღებს. გარდა ამისა, ისინი ბუნებრივ დამცავ ბარიერს აძლიერებენ და კანს უფრო გლუვს ხდიან.
Cohederm™ კომპლექსით შექმნილი ჰიდრანს სერია განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მშრალი, ძალიან მშრალი ან მგრძნობიარე კანი აქვთ. ასევე, მათთვის, ვისაც ქარის, მზის ან კონდიციონერის გამო კანი ხშირად უშრებათ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ის განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. შესაბამისად, თუ ისეთ საშუალებას ეძებთ, რომელსაც ნაზი ტექსტურა და მდიდარი ფორმულა აქვს, ავენი დამატენიანებელი სწორი არჩევანი იქნება.
სახის კრემი დაეხმარება მათ, ვისაც მგრძნობიარე, მშრალი ან ძალიან მშრალი კანი აქვს და დაჭიმულობას გრძნობს. ავენი ჰიდრანსის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღის გარკვეულ მონაკვეთს ღია ცის ქვეშ ატარებენ. ეს მნიშვნელოვანია, რათა კანი მზის UVA/UVB სხივებისგან დაიცვათ. ასევე, ავენი შესაფერისია მათთვის, ვინც კომპიუტერთან ან დახურულ სივრცეში მუშაობს.
კიდევ ერთი ბენეფიტი, რაც ავენის დამატენიანებელს აქვს - მაკიაჟისთვის შესანიშნავი ბაზაა, რადგან სწრაფად შეიწოვება, კვალს არ ტოვებს და სიგლუვის ეფექტი აქვს.
ავენი ჰიდრანსი ძალიან ეფექტური და სანდო სახის კრემია. იმისთვის, რომ მისი სარგებელი მაქსიმალური იყოს, მნიშვნელოვანია, გამოყენების წესები და რეკომენდაციები დაიცვათ.
როოგრც წესი, რუტინაში პირველი ნაბიჯი სახის გასუფთავებაა, რადგან ავენი დამატენიანებელი სუფთა კანზე უნდა წაისვათ. გირჩევთ, რომ სახის დასაბანად ავენის პროდუქცია გამოიყენოთ, შემდეგ კანი ნაზად გაიშროთ, თერმული წყალი შეისხათ, 1-2 წუთი დაელოდოთ და კრემი წაისვათ. ეს მნიშვნელოვანია, რათა კანმა დამატენიანებელი ბოლომდე შეიწოვოს.
პროდუქტი ყოველ დილით გამოიყენეთ. ავენი ჰიდრანსი სახესა და კისერზე მცირე რაოდენობით უნდა წაისვათ. კრემი, დაახლოებით, პატარა მარცვლის ზომის უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ავენის დამატენიანებელი SPF 30-ს შეიცავს, ღამის რუტინაშიც ეფექტურია. განსაკუთრებით მაშინ, თუ კანი გამომშრალი ან გაღიზიანებულია. ასევე, მისი გამოყენება რეკომენდებულია მოღრუბლულ ამინდშიც, რადგან ამ დროს მზის მავნე სხივების ზემოქმედება მაინც იგრძნობა.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, რუტანაში, სახის კრემთან ერთად, ავენის პროდუქცია გამოიყენეთ. მათი კომბინაცია თქვენს კანს ახალი სიცოცხლით აავსებს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კრემის მცირე დოზაც ეფექტურია. სწორედ ამიტომ, ზედმეტად ბევრის წასმას მოერიდეთ. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობასა და გაღიზიანებულ უნბებზე. ასევე, მოარიდეთ თვალის გარშემო არსებულ ზონასაც.
კრემი - Avène Hydrance Riche UV 30 დერმატო-კოსმეტოლოგიურ სივრცეში ერთ-ერთი ფავორიტი არჩევანია. ამის მიზეზი კი მრავალწლიანი გამოცდილება და ეფექტური შედეგია. დამატენიანებელი რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებას აერთიანებს, რომლებიც კანის მოვლისთვის აუცილებელია.
კერძოდ, გააჩნია: ღრმა დატენიანება და Cohederm™ კომპლექსი, მზისგან დამცავი ფუნქცია - SPF 30, აქვს ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური ფორმულა, გამოირჩევა დამამშვიდებელი და დამარბილებელი ეფექტით.
სწორედ ამ თვისებების გამო, ის დიდი ნდობით სარგებლობს.
საქართველოში ავენის პროდუქცია ხელმისაწვდომია ჯიპისის სააფთიაქო ქსელში. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქში, ასევე ვებ გვერდიდან. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პროდუქტი ლიცენზირებული აფთიაქებში შეიძინოთ. როგორც წესი, კრემის - ავენი ჰიდრანსი ღირებულება ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჯიპისიში მიმდინარე აქციებსა და კვირეულებზე. ამიტომაც, რეკომენდებულია, რომ მისი ფასი ხშირად შეამოწმოთ ხოლმე.