
წლების წინ, საფრანგეთის სამხრეთით არსებულ პატარა ქალაქ ავენში დაიწყო ისტორია, რომელმაც უამრავი ადამიანის სახის მოვლის რუტინა განსაზღვრა. ადგილზე არსებულმა თერმულმა წყალმა ქალაქს სახელი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ მთელ ევროპასა და ბოლოს, მსოფლიოს მასშტაბით, გაუთქვა.
ფაქტობრივად, სიახლე არავისთვისაა, რომ სახის მოვლის რუტინაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კანის დატენიანებაა. სხვანაირად, შესაძლოა ის გამოშრეს, გაღიზიანდეს, აკნე გაგიჩნდეთ და კანმა ბუნებრივი ბზინვარება დაკარგოს. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა მსგავსი პრობლემების წინაშე შეიძლება ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანი აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული კანის მთავარ საყრდენი სწორად შერჩეული სახის კრემია. ბაზარზე არსებობს ავენი დამატენიანებელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი ნდობით სარგებლობს.
წლებია, რაც მომხმარებლები ავენის ერთგულები არიან და ბრენდიც თავის ნიშას ინარჩუნებს. მას სხვებისგან უნიკალური შემადგენლობა განასხვავებს. კერძოდ, ავენის თერმული წყალი, რომელიც მინერალებით ბუნებრივად მდიდარია და დამამშვიდებელი, აღმდგენი და დამცავი თვისებებით გამოირჩევა.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აარჩიოთ სახის კრემი, რა ძირითად კომპონენტებს შეიცავს ავენი დამატენიანებელი, როგორ უნდა გამოიყენოთ ის და შენახვის რა წესები დაიცვათ. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას სწორედ ამ ბლოგის საშუალებით გაეცნობით.
არასწორად შერჩეულმა სახის კრემაა შესაძლოა სიმშრალე, ცხიმიანობა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, დამატენიანებელი თქვენი კანის ტიპისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეირჩეს.
მშრალი და ძალიან მშრალი კანი
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მშრალ და ძალიან მშრალ კანს ლიპიდების დეფიციტი ახასიათებს. ამის გამო კანი დამცავ ბარიერს კარგავს და სწრაფად შრება. ასეთ შემთხვევაში მსუბუქი გელები ან სახის ემულსია საკმარის ეფექტს ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია უფრო მკვებავი, ე.წ. Riche ტექსტურის დამატენიანებლების გამოყენება, რომლებიც მდიდარია ლიპიდებით და კანის ბარიერის აღდგენას ხელს უწყობს.
ასეთი კრემებით შესაძლებელია კანის ღრმა და ხანგრძლივი დატენიანება. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია ცივ სეზონებსა და იმ შემთხვევაში, თუ კანი აქერცვლისკენაა მიდრეკილი.
ნორმალური და კომბინირებული კანი
ნორმალური და კომბინირებული კანის მოვლისას მთავარი ამოცანა ბალანსის შენარჩუნებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არც ზედმეტად უნდა გამოშრეს და არც გაცხიმიანდეს. ამ ტიპის კანისთვის იდეალურია მსუბუქი ტექსტურის ემულსიების ან კრემების გამოყენება, რომლებიც ადვილად შეიწოვება და ერთგვარი სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს.
კომბინირებული კანის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კრემმა მშრალი ზონები დაატენიანოს და T-ზონაში ცხიმიანობა არ გამოიწვიოს. უნდა იცოდეთ, რომ სწორად შერჩეული დამატენიანებელი კანის ერთგვაროვან იერს მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს.
ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი
თავდაპირველად, უნდა აღინიშნო, რომ არსებობს მითი - თითქოს ცხიმიან კანს დატენიანება არ სჭირდება. ეს იმ გავრცელებულ შეცდომებს შორისაა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ.
რეალობა სულ სხვაგვარია, სინამდვილეში, დატენიანების ნაკლებობა შესაძლოა ცხიმის კიდევ უფრო ინტენსიური გამოყოფის მიზეზი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის რეკომენდებულია მსუბუქი, არაკომედოგენური დამატენიანებლები, რომლებიც ხშირად მატონიზირებელი ეფექტით გამოირჩევა. ასეთი პროდუქტები ხელს უწყობს ცხიმის ბალანსს, ბზინვარებას ამცირებს და ამავდროულად, აუცილებელ დატენიანებას ფორების დახშობის გარეშე უზრუნველყოფს.
მგრძნობიარე და ალერგიული კანი
ალბათ, არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს, რომ მგრძნობიარე და ალერგიული კანი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მინიმალისტური ფორმულის დამატენიანებლების შერჩევა, რომლებიც მხოლოდ აუცილებელ ნივთიერებებსა და დამამშვიდებელ კომპონენტებს შეიცავს.
ჰიპოალერგიული და დერმატოლოგიურად დატესტილი დამატენიანებლები გაღიზიანების რისკს ამცირებს, კანს ამშვიდებს და მას ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ასეთი პროდუქტები განსაკუთრებით რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
Avène-ის კანის მოვლის ხაზები სწორედ სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებითაა შექმნილი და არაერთ დერმატოლოგიურ კვლევას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ თითოეული სერია კონკრეტულ პრობლემას პასუხობს. მაგალითად, ეს იქნება ინტენსიური დატენიანება, კანის დამშვიდება თუ პირველი ასაკობრივი ცვლილებების პრევენცია.
Hydrance - დატენიანების ოქროს სტანდარტი
Hydrance-ის ხაზი კანის ხანგრძლივი და ეფექტური დატენიანებისთვისაა განკუთვნილი. მას უნიკალური მოქმედების მექანიზმი აქვს, რისი საშუალებითაც კანი ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს ხაზი იდეალურია მათთვის, ვისაც კანი ხშირად უშრება და დისკომფორტს გრძნობს. Avène Hydrance UV Riche „მსუყე“ ტექსტურის კრემია, რომელიც სპეციალურად მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვისაა შექმნილი.
XeraCalm A.D - ძალიან მშრალი და ატოპიური კანისთვის
ეს არის ხაზი, რომელიც ძალიან მშრალი, გაღიზიანებული და ატოპიური კანისთვისაა შემუშავებული. მისი მთავარი მიზანი ქავილის შემცირება და კანის ბარიერის აღდგენაა.
აღსანიშნავია, რომ მისი ფორმულები მდიდარია ლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის დამცავი ფენის გაძლიერებასა და სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებას. ხაზი შესაფერისია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
A-Oxitive - პირველი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
A-Oxitive განკუთვნილია მათთვის, ვისაც ასაკობრივი ცვლილებების პრევენცია ადრეულ ეტაპზე სურთ. ის კანს ნაზად ატენიანებს და ოქსიდაციური სტერსისგან იცავს. ეს კი, თავისთავად, ნაოჭების წარმოქმნას ამცირებს.
ამ ხაზის პროდუქტები კანს ეხმარება, რომ სიგლუვე და ელასტიურობა შეინარჩუნოს. ამავდროულად, დაღლილობის ნიშნებს ამცირებს და კანის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
Tolerance HYDRA-10 - 100%-ით ნატურალური დატენიანება
Tolerance HYDRA-10 ავენის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ხაზს წარმოადგენს. ის შექმნილია მათთვის, ვისაც მინიმალისტური შემადგენლობის დამატენიანებლის გამოყენება სურს. ფორმულა 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ მასში არ არის კონსერვანტები.
ეს ხაზი იდეალურია მგრძნობიარე და რეაქტიული კანისთვის, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და ამავდროულად, გაღიზიანების რისკს ამცირებს. შეიძლება ითქვას, რომ Tolerance HYDRA-10 არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთიანდება ეფექტურობა და სისუფთავე ერთ პროდუქტში.
ავენის სახის დამატენიანებელი კრემის ეფექტურობას სწორედ მისი შემადგენლობა განსაზღვრავს. მასში რამდენიმე ინგრედიენტი ერთიანდება. ესენია ავენის თერმული წყალი, SPF 30 UVA/UVB ფილტრები, პატენტირებული ინგრედიენტი ლიპომუცინი და პატენტირებული ინგრედიენტი მეიობოსერინი.
თითოეული მათგანი სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ახლა მათ უფრო დეტალურად განვიხილავთ.
ავენის თერმული წყალი დამამშვიდებელი და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ის მგრძნობიარე კანის ფიზიოლოგიურ ბალანსს იცავს, მის რეაქტიულობას ამცირებს და კანის უჯრედების რეზისტენტობას აძლიერებს.
მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვა რომ აუცილებელია, ამაზე უკვე, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. ავენი დამატენიანებელი SPF 30 UVA/UVB ფილტრებს შეიცავს, რაც დამატებითი პლუსია.
პატენტირებული ინგრედიენტი ლიპომუცინი ჰიდროლიპიდურ შრეს აღადგენს და ავენის თერმული წყლის უჯრედებში სწორად ჩაღწევასა და განაწილებას უზრუნველყოფს.
პატენტირებული ინგრედიენტი მეიობოსერინი (Meioboserine) კი, კანიდან თერმული წყლის აორთქლებას ხელს უშლის.
სწორედ ამ ინგრედიენტების ერთობლიობა განასხვავებს ავენის დამატენიანებელს სხვა სახის კრემებისგან.
მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენებაც. ავენი ჰიდრანსი სახესა და ყელზე მზეზე გასვლამდე 15 წუთით ადრე დაიტანეთ და სრულ შეწოვამდე შეიზილეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ავენის ფორმულები სტაბილური და უსაფრთხოა, პროდუქტის არასწორმა შენახვამ შესაძლოა მათი ეფექტურობა შეამციროს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება.
ავენი დამატენიანებელი ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ, ოპტიმალურია 15-25°C. პროდუქტი ძალიან ცხელ ან ცივ გარემოს მოარიდეთ.
შეფუთვა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ დატოვოთ, რადგან ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება აქტიურ ინგრედიენტებზე, მათ შორის SPF ფილტრებზე, იმოქმედოს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, შეფუთვას თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა მასში ჰაერისა და ბაქტერიების მოხვედრა თავიდან აიცილოთ.
დააკვირდით ვარგისიანობის ვადას. ჩვეულებრივ, კრემი, გახსნის შემდეგ, 6 ან 12 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
შენახვის პირობების დაცვა უზრუნველყოფს, რომ დამატენიანებელმა თავისი სასარგებლო თვისებები ბოლომდე შეინარჩუნოს.
ავენის პროდუქცია საქართველოში იმპორტის გზით შემოდის. მისი შეძენა სხვადასხვა ლიცენზირებულ სააფთიქო ქსელშია შესაძლებელი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სანდო არის ჯპს. პროდუქციის მარაგებისა და ფასების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ვებ გვერდის საშუალებით გაეცნოთ ან აფთიაქში მიხვიდეთ. ადგილზე თქვენ პროფესიონალი ფარმაცევტები დაგხვდებიან, რომლებიც ყველა საინტერესო კითხვაზე გიპასუხებენ.