ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სახის კანის მოვლა
სასარგებლო რჩევები
arrow

რატომ არის ორმაგი წმენდა საჭირო?

სახის კანის მოვლა
16.10.2024
undefined

რა არის ორმაგი წმენდა?

ორმაგი წმენდა გულისხმობს ზუსტად იმას, რაც გვესმის - სახის გასუფთავება ორი გამწმენდი/დასაბანით.

საფეხურეობრივად - პირველი არის მაკიაჟის მოშორება, შემდეგი საფეხური - კანის დაბანა-გასუფთავება, ბოლო ეტაპი კი ტონიზირებაა.

მთავარი ასპექტი ისაა, რომ უნდა გამოიყენოთ ორი სხვადასხვა ტიპის გამწმენდი პროდუქტი საუკეთესო შედეგისთვის.

პირველი, ძირითადად უნდა იყოს ზეთის ბაზაზე დამზადებული (ზეთი, კარაქი, რძე, გამწმენდი კრემი), ხოლო მეორე პროდუქტი წყლის ბაზაზე დამზადებული (დასაბანი ქაფი ან გელი). თუმცა თუკი ზეთოვან გამწმენდებთან ცუდი დამოკიდებულება გაქვთ, შეიძლება, რომ პირველი გამწმენდი იყოს ასევე წყლის ბაზით (მიცელარული სითხე) და შემდეგ დაიბანოთ.

რატომ არის საჭირო ორმაგი წმენდა?

მაკიაჟის ტარების შემთხვევაში კანი ორმაგად მძიმდება, ანუ ივსება ფორებიც და ზემოდან მაკიაჟის დამატებითი შრეც ეფინება. მხოლოდ ერთი პროდუქტით გაწმენდა არ არის საკმარისი კანის სრულყოფილად გასაწმენდად.


ზეთის ბაზაზე დამზადებული გამწმენდები ისეა შექმნილი, რომ მოაშოროს კანს რთულად მოსაშორებელი დაბინძურება, მათ შორის მაკიაჟი, მზისგან დამცავი, კანზე ჭარბად გამოყოფილი ბუნებრივი ცხიმი და ა.შ.


ყველა ტიპის კანისათვის გირჩევთ  ნუქსის VROSE გამწმენდ ზეთს, რომელიც კანის გაღიზიანების გარეშე, მარტივად აშორებს ნებისმიერი ტიპის მაკიაჟს და ამშვიდებს კანს.
თუ ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვს, იდეალური იქნება ურიაჟის ისეაკის ზეთი, რომელიც მაკიაჟის მოცილებასთან ერთად, კანს აგლუვებს და აშორებს ცხიმოვან სიპრიალეს, ასევე ხელს უშლის აკნეს ხელახალ წარმოქმნას.


ამ ყველაფრის მოშორების შემდეგ, მეორე საფეხურის გამწმენდი მუშაობს საკუთრივ კანის და ფორების გასუფთავებაზე და აშორებს მტვრის, გამონაბოლქვისა და ოფლის ნარჩენებს.


გამოიყენე დასაბანი გელი ან ქაფი შენი კანის ტიპის მიხედვით. მაგალითად, თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანის გაქვს, იდეალური იქნებაბოდი შოპის ჩაის ხის ზეთის დასაბანი გელი, რომელიც წარმოდგენილია 250 მლ ან 400მლ მოცულობებით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ამავე ხაზის ქაფი უფრო ნაზი ტექსტურით.


მშრალი ან ნორმალური ტიპის კანის მქონე მომხმარებლების რჩეულია ნუქსის სახის დასაბანი გელი RDM, ასევე ტოპიკრემის გელი.

გასუფთავების გარდა, ორმაგ წმენდას შეუძლია, გამოაცოცხლოს მოდუნებული და გადაღლილი კანი და დამატენიანებელ პროდუქტებს ხელი შეუწყოს სრულად შეწოვასა და აქტიურობაში.

ვისთვის არის სასარგებლო ორმაგი წმენდა?

ორმაგი წმენდა სასარგებლოა ყველა ტიპის კანისათვის:

  • კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემური კანი - დელიკატურად და ღრმად იწმინდება გაღიზიანების გარეშე, ქრება ბაქტერიების წყარო ცხიმის მოშორების ხარჯზე.
  • მშრალი კანი ნაკლებად ხდება მიდრეკილი აქერცვლისაკენ. დამატენიანებელი პროდუქტები უკეთ შეიწოვება და უკეთ იცავს გამოშრობისაგან.

განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვინც ატარებს მძიმე, დატვირთულ ან წყალგამძლე მაკიაჟს.

როდის და რამდენად ხშირად გამოვიყენოთ ორმაგი წმენდა?

ზოგადად, აუცილებელია, ორმაგ წმენდას მიმართოთ საღამოს, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ატარეთ მაკიაჟი და დამატებით კანი დაბინძურებულია მტვრითა და გამონაბოლქვით.

თუმცა, შეგიძლიათ დილითაც ასე გაისუფთავოთ კანი, რათა მთელი ღამის გამოყოფილი ცხიმი მოიშოროთ და მოამზადოთ კანი დასატენიანებლად.

არის თუ არა საჭირო ტონიკის გამოყენება?

ტონიკის გამოყენება აუცილებელია წმენდის პროცესის სრულყოფისათვის. ის უზრუნველყოფს უკანასკნელი ნარჩენების გაწმენდას, ასევე აკმაყოფილებს კანის ტიპის მიხედვით სპეციფიკური საჭიროებებს და აღადგენს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს.

ტონიკის გამოყენების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი კანი სრულყოფილად არის გაწმენდილი და მზად არის დატენიანების საფეხურისათვის.

ნებისმიერი ტიპის კანისათვის იდეალურია დამატენიანებელი ეფექტის მქონე ბოდი შოპის E ვიტამინის ტონერი, რომელიც E ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისების წყალობით დამატებით იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან.

აქვს თუ არა უარყოფითი მხარე?

ორმაგი წმენდისას კანის გაღიზიანების ან დაჭიმულობის მცირე რისკი, არსებობს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუკი გადაჭარბებულად, ზედმეტი სიხშირით მიმართავთ ორმაგ წმენდას.
  • თუ არასწორად შერჩეული ან უხარისხო პროდუქტებს იყენებ.
  • თუ შემდგომ, დატენიანების ეტაპს გამოტოვებ.

ეცადე, რომ საღამოობით გაიწმინდო კანი საფუძვლიანად და არ დაგავიწყდეთ კანის სრულყოფილად დატენიანება.

შეჯამება:

ორმაგი წმენდა უზრუნველყოფს ფორების გასუფთავებას და დატენიანებისათვის კანის მომზადებას. გაითვალისწინე, რომ მნიშვნელოვანია, პროდუქტების სწორად შერჩევა და ზომიერების დაცვა.

ჯპს-ის  ვებ-გვერდიდან და MY GPC  აპლიკაციიდან  შეგიძლია შეიძინო საჭირო გამწმენდი და დასაბანი საშუალებები, შეკვეთას კი მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ 7 დღის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი