ბლოგი
კატეგორიები
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯპს აქციები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
სახის კანის მოვლა
სასარგებლო რჩევები
arrow

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს?

სახის კანის მოვლა
08.10.2024
undefined

სახის კანის სწორი და რეგულარული რუტინა ჯანმრთელი კანის მთავარი საიდუმლოა. 

მშრალი კანი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ცხიმს და ადვილად შრება გარემოს სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შედეგად. მასზე სეზონური ტემპერატურაც მარტივად მოქმედებს. გარდა ამისა, ნაკლებად ელასტიურია, ადვილად უჩნდება წვრილი ხაზები და ნაოჭები. ამიტომ ეცადეთ, სრულყოფილად მოუაროთ კანს და საფეხურეობრივად გამოიყენოთ მოსავლელი პროდუქტები.

ყოველდღიური რუტინა

კანის გაწმენდა:

პირველი და მთავარი, რაც ასეთი ტიპის კანისათვის უნდა გააკეთოთ, არის ორმაგი გაწმენდა, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს: მაკიაჟის მოშორება, კანის დაბანა-გასუფთავება, ტონიზირება.

მაკიაჟის მოშორება:


მოიცილეთ მაკიაჟი მიცელარული სითხით, მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთით/კარაქით ან რძით. ეცადეთ შეარჩიოთ მშრალი კანის ხაზებიდან ან ყველა ტიპის კანისთვის განკუთვნილი გამწმენდებიდან. 

თუ იყენებთ დატვირთულ მაკიაჟს, რომელიც შეიცავ წყალგამძლე ან რთულად მოსაშორებელ პროდუქტებს, გამოიყენეთ ზეთოვანი ტექსტურა, ისეთი, როგორიც არისბოდი შოპის გვირილის კარაქი(The body Shop chamomile make up remover butter) ან ბოდი შოპის გვირილის ზეთი,(The Body Shop chamomile make up remover oil) რომელიც სახესა და თვალის მაკიაჟს სწრაფად შლის და გამოყენების შემდეგ არბილებს კანს.

თუ მსუბუქ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას და თხევადი გამწმენდები უფრო კომფორტულია თქვენთვის, გამოიყენეთ ნუქსის მიცელარული სითხე ვარდის ფურცლების ექსტრაქტით (Nuxe V rose micellar water), რომელიც გაწმენდასთან ერთად დაგიტენიანებთ და დაგიმშვიდებთ კანს, ხოლო თუ რბილი, რძის ტექსტურა გსურთ, იდეალური იქნება ურიაჟის გამწმენდი რძე (Uriage make up remover milk) ან ავენის გამწმენდი რძე (Avene make up remover milk), რომელიც შეიცავს თერმულ წყალს და დატენიანებასთან ერთად, კანს ავსებს საჭირო მინერალებით.

ზოგადად, გამწმენდი რძის და მიცელარული სითხის დატოვება შესაძლებელია, თუმცა სრულყოფილი გასუფთავებისათვის გირჩევთ მაკიაჟის მოსაშორებლის შემდეგ გამოიყენოთ სახის დასაბანი საშუალება და ბოლოს ტონერი/ტონიკი ან ლოსიონ-ტონიკი.

კანის დაბანა-გასუფთავება:

მაკიაჟის მოცილების შემდეგ, გაისუფთავეთ ფორები ყოველდღიური მტვრისა და ჭუჭყისაგან სახის დასაბანი გელის, ქაფის ან დასაბანი კრემის საშუალებით. მშრალი კანი ადვილად ღიზიანდება და რეაგირებს გარემო ფაქტორებზე, ამიტომ ეცადეთ აარჩიოთ რბილი, დიდი რაოდენობის მჟავებისა და ხისტი გამწმენდი ნივთიერებებისგან თავისუფალი დასაბანი საშუალებები.

კრემოვანი ტექსტურის არის 
ამბრიოლისის სახის დასაბანი რძე-კრემი (Embryolisse milk-cream cleanser), რომელიც ინარჩუნებს კანის ჯანმრთელ PH ბალანსს და ნაზად ასუფთავებს კანს. მშრალ კანს ასევე იდეალურად ერგება მგრძნობიარე კანის ან ყველა ტიპის კანისათვის  განკუთვნილი დასაბანი საშუალებები, რადგან ისინი შეიცავს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ნივთიერებებს. ასეთი  პროდუქტებია: ლა როშ პოზეს ტოლერიანის ხაზის კრემ-გელი (La roche-posay Toleriane cleanser)აპივიტას დასაბანი კრემოვანი ქაფი სახისა და თვალისათვის (Apivita cleansing foam), ვიშის პურეტე თერმალის გელი (Vichy purete thermale clenasing gel) და სხვა ბრენდების ასორტიმენტში.

ტონიზირება:

ტონიზირების საფეხური მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან მაკიაჟის მოშორებისა და დაბანის შემდეგ კანს სჭირდება მჟავა-ტუტოვანი (PH) ბალანსის აღდგენა და ფორებში დარჩენილი მაკიაჟის ძალიან მცირე ნაწილაკების მოცილება. ტონერი/ტონიკის/ლოსიონ-ტონიკის საშუალებით დაასრულებთ წმენდის პროცესს, შეავიწროვებთ ფორებს, კანს მოიყვანთ ტონუსში და მოამზადებთ დატენიანების ძირითადი ეტაპისათვის.

სასურველია, შეარჩიოთ 
დამატენიანებელი ან მგრძნობიარე კანის მოვლის ხაზებიდან, რადგან ისინი შეიცავს მეტი რაოდენობით დამარბილებელ, დამამშვიდებელ ნივთიერებებს.

ასეთი პროდუქტი შესაძლოა იყოს კონკრეტულად მშრალი კანისათვის, როგორც 
სოსკინის ლოსიონ-ტონიკი R+ (Soskin R+ lotion-tonic) ან ყველა ტიპის კანისათვის განკუთვნილი, მაგალითად, ბოდი შოპის E ვიტამინის დამატენიანებელი ტონერი (The Body Shop E vitamin face toner), ვიშის პურეტე თერმალის ტონერი (Vichy purete thermale face toner) ან ეუცერინის დერმატოკლინის (Eucerin dermatoclean toner ტონიკები.

დატენიანებისათვის მომზადება

იმისათვის, რომ კანმა სრულყოფილად მიიღოს და შეიწოვოს ძირითადი დამატენიანებელი პროდუქტები, გაწმენდის ეტაპის შემდეგ გამოიყენეთ: დამატენიანებელი მისტი, თერმული წყალი ან ესენს-ლოსიონი.   კანი ღრუბელივით უფრო მარტივად ისრუტავს კრემს და შრატს მაშინ როცა ოდნავ „დანამული“, დატენიანებულია, ასევე ერთგვარ ეკონომიასაც უზრუნველყოფს, რადგან ხელი ადვილად სრიალებს და მცირე რაოდენობის საცხიც კი თანაბრად ნაწილდება კანზე. 

შეგიძლიათ აარჩიოთ დამატენიანებელი ხაზებში არსებული ისეთი სახის სპრეი, როგორიცაა ამბრიოლისის სილამაზის წყალი (Embryolisse rosamelise face mist-water), ბოდი შოპის E ვიტამინის მისტი (The Bosy Shop E vitamin face gel-mist), ურიაჟის ესენს-ლოსიონი  (Uriage glow up essence-lotion) ან თერმული წყალი ვიშისავენისლაროშის ან ურიაჟის ასორტიმენტიდან. თერმული წყალი შეიცავს ბუნებრივ დამამშვიდებელ, გამაჯანსაღებელ მინერალებს და კანს აწვდის საჭირო მიკროელემენტებს.

დატენიანება

კანი შედგება ერთგვარი ფენებისაგან, რომელთაც სრულყოფილად დატენიანებისთვის გვჭირდება შემდეგი პროდუქტები:  შრატი, ზეთი, კრემი.

შრატი

მშრალი კანისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია შემაწუხებელი შეგრძნება, რომ სახის კრემის წასმის შემდეგ კანი მაინც ვერ ინარჩუნებს ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში, ეს იმის გამო ხდება, რომ ასეთ დროს მხოლოდ კანის ზედა, ხილული ფენის დატენიანება ხდება, ხოლო ღრმა ფენები ისევ გაუწყლოებულია. 

სახის საცხის დატანამდე აუცილებლად გამოიყენეთ შრატი, რათა დაგიტენიანოთ კანის ქვედა ფენა და დიდხანს გაგყვეთ კომფორტის განცდა. გარდა ამისა, ის გააუმჯობესებს  ძირითადი საცხის ეფექტს და სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიიღებთ.

შრატები/კონცენტრატები ძირითადად გვხვდება ყველა ტიპის კანისათვის. გირჩევთ, აარჩიოთ დამატენიანებელი ან ასაკის შესაბამისად, ნაოჭსაწინააღმდეგო ხაზებიდან.

მშრალ და გაუწყლოებულ კანს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის სითხე უჯრედებში, შესაბამისად კარგავს ელასტიურობასაც, ამის გამო მიდრეკილია ნაოჭების გაჩენისაკენ.

იდეალური იქნება, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ჰიალურონის მჟავის შემცველ  შრატებს. ჰიალურონი უჯრედებს ავსებს სითხით, ამკვრივებს, ელასტიურს ხდის და იცავს დაბერებისაგან. 

ორმაგი ეფექტის მისაღწევად ეფექტურია ავენის ჰიალურონ-აქტივ B3 შრატი (avene hyaluron-activ B3 serum),  რომელსაც დამატებული აქვს ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) კანში კოლაგენის გამომუშავების გასააქტიურებლად, ასევე ლა როშ პოზეს ჰიალუ-B5 შრატი (Laroche-posay hyalu-B5 face serum), რომელიც ვიტამინ B5-თან კომბინაციით კანის სითხით გაჯერებასთან ერთად უზრუნველყოფს მის დიდხანს შენარჩუნებას და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს.

ჰიალურონის დიდ რაოდენობას შეიცავს ეუცერინის შრატი-ამპულები (Eucerin hyaluron-filler concentrate) და სოსკინის R+ (soskin R+HydraWear serum) შრატებიც, რომლებიც ორმაგი დამუშავების ხარჯზე ახერხებენ, რომ კანის ზედა და ღრმა ფენები თანაბრად მოიცვან და შეავსონ სითხით.


მშრალი კანი ხშირად უსიცოცხლოდ გამოიყურება და საჭიროებს ჯანსაღ ბზინვარებას. ამისათვის კი თერმული წყლისა და ბუნებრივი მიკროელემენტების შემცველი შრატებია შექმნილი. იდეალური არჩევანი იქნებოდა ვიშის მინერალ 89 სახის გელ-ბუსტერი (Vichy mineral 89 face gel-booster) ან ურიაჟის დამატენიანებელი (Uriage eau thermale face serum)  შრატები.

გამოიყენეთ ყოველ დილით და საღამოს მთელ სახეზე (თვალის არეს გარდა) და შემდეგ დაიტანეთ სახის ზეთი და კრემი.

სახის ზეთი

​გამომშრალი კანისათვის ელასტიურობის მოსამატებლად და უფრო ხანგრძლივი დატენიანებისათვის იდეალური საშუალებაა სახის მკვებავი ზეთების გამოყენება, რომელიც დამატებით, არასასურველი კლიმატური პირობებისაგანაც დაიცავს თქვენს კანს და ხელს შეუშლის ნაადრევ დაბერებას.


რუტინაში ზეთი უნდა დაამატოთ შრატის შემდეგ და კრემის წასმამდე. ასევე შეგიძლიათ უშუალოდ გამოყენების წინ ხელისგულზე შეაზავოთ კრემთან ერთად 1-2 წვეთი და ისე წაისვათ.


ცხელ სეზონზე შეგიძლიათ მხოლოდ საღამოს გამოიყენოთ, ხოლო ცივ ამინდებში დღისით გამოყენება აუცილებელია კანისათვის, რათა შეაკავოს ტენიანობა და სუსხს არ მისცეს კანში ჩაღწევისა და სითხის აორთქლების საშუალება.


თუკი უპირატესობას თხელ პროდუქტებს ანიჭებთ, მაინც ნუ შეგეშინდებათ ზეთების, რადგან თანამედროვე, ხარისხიანი ბრენდები გთავაზობენ ისეთ მსუბუქ ზეთოვან კონსისტენციას, რომ მომენტალურად იწოვება კანში და არ დაგიტოვებთ წებოვნების განცდას. გარდა ამისა, მშრალი კანი ადვილად იტანს და ისრუტავს ყველანაირ მკვებავ პროდუქტს და რამდენიმე წამში ისედაც შეიწოვს თქვენი კანი. 

მომხმარებლის საყვარელი ზეთებიდან აუცილებლად უნდა გამოიყოს კრისტიან ბრეტონის საუცხოო ზეთ-ელექსირი (Christian Breton delicious face oil), რომელსაც მცენარეული ზეთების მაღალტექნოლოგიური დამუშავების წყალობით თხევადი და არაწებოვანი ტექსტურა აქვს და სასიამოვნოდ ნაწილდება კანზე.


თუკი მხოლოდ ბუნებრივ, ნატურალურ ინგრედიენტებს ანიჭებთ უპირატესობას, აუცილებლად სცადეთ ბოდი შოპი კამელიას და ასკილის თესლის გამაჯანსაღებელი ზეთებით (The Body Shop oils of life face oil),  ან ველედას ნუშის ზეთი (Weleda almond face oil), რომელიც კვებასთან ერთად ამშვიდებს კიდეც კანს.

ძირითადი მოვლის საცხი (დღის/ღამის)

კრემის არჩევისას გაითვალისწინეთ სეზონურობა. ზაფხულში ეცადეთ, დამატენიანებელი საცხი გამოიყენოთ დღისით, ხოლო მკვებავი ღამით. ზამთარში ეს კომბინაცია შეანაცვლეთ საპირისპიროდ.


დააკვირდით წარწერებს კრემზე. მითითებული უნდა ჰქონდეს, რომ განკუთვნილია მშრალი კანისათვის, რადგან სწორედ ასეთი კრემების კონსისტენცია არის ოდნავ მსუყე და შეიცავს მეტი რაოდენობით დამატენიანებელ და მკვებავ ნივთიერებებს. 


შეგიძლიათ აარჩიოთ ყველა ტიპის კანისათვის განსაზღვრული ხაზებიდანაც, უბრალოდ ყურადღება გაამახვილეთ მის კონსისტენციაზე: უნდა ეწეროს კრემის კონსისტენცია და არა გელის ან ფლუიდის.


მსუყე ტექსტურის მქონე მკვებავი კრემები შეიცავს მეტ ზეთოვან ნივთიერებებს, და ნაკლებ სითხეს.

მომხმარებლების საყვარელი პროდუქტებია 
ავენის და ლა როშ პოზეს მკვებავი და აღმდგენი კრემი, რომლებიც თერმულ წყალსაც შეიცავს და დამატებით ამშვიდებს კიდეც კანს.

თუ მცენარეულ, სურნელოვან კრემებს ანიჭებთ უპირატესობას, სცადეთ 
ნუქსის RDM მკვებავი კრემი თაფლით (Nuxe nourishing face cream) ან ლა კუღ ბოტეს მკვებავი კრემი ფუტკრის რძით (La Cure Beaute Royal Jelly cream).

დამატენიანებელ კრემებს შედარებით მსუბუქი ტექსტურა აქვს და აღადგენს სითხის ბალანსს კანში. ისინი შეიცავენ ნაკლებ ზეთს და მეტ სითხეს. ლიერაკის ჰიდრაჟნისტის კრემი (Lierac Hydragenist face cream). სასიამოვნოდ ნაწილდება კანზე და ანიჭებს მომენტალურ კომფორტს და სასიამოვნო სურნელს.

თუ ნაკლებად სურნელოვანი კრემებია უფრო მისაღები თქვენთვის და მგრძნობიარე კანიც გაქვთ, აარჩიეთ ეუცერინისისისფარმას  ან ლაროშეს  დამატენიანებელი ხაზებიდან.

მზისგან დაცვა

იმისათვის, რომ დღისით კანი დაიცვათ მზის მავნე გამოსხივებისა და ნაადრევი დაბერებისაგან, ასევე მგრძნობელობის მომატებისა და გაღიზიანებისაგან,  აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხი, როგორც ბოლო პროდუქტი დილის რუტინაში.     
       

გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამცავის გამოყენება არ არის დამოკიდებული სეზონზე და ნუ დაელოდებით ცხელ ამინდებს. მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება მუდმივად მოქმედებს კანზე და იწვევს მის დაბერებას, ლაქების გაჩენასა და სიმკვრივის დაკარგვას.


აარჩიეთ ყველა ტიპის ან  მშრალი  კანისათვის განკუთვნილი ხაზებიდან, რომელთაც ექნებათ მსუყე ტექსტურა და კანს დაგიტენიანებთ კიდეც.


კრემოვანი ტექსტურით გირჩევთ ავენის (Avene SPF50) ან სოსკინის (Soskin) SPF50  დამცავებს, ხოლო ოდნავ თხელი, რძისებური ტექსტურით გამოიყენეთ ნუქსის shaka ფლუიდი (Nuxe shaka fluid SPF50).

ყოველკვირეული რუტინა

სახის ნიღაბი:

მშრალ კანს განსაკუთრებით სჭირდება დამატენიანებელი ნიღბების გამოყენება, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ერთჯერადი პატჩის, ასევე კრემოვანი ნიღბის ფორმით. დამატენიანებელი ნიღბების უმრავლესობას არ სჭირდება ჩამობანა და შეგიძლიათ დაიტოვოთ კანზე.  გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ სუფთა კანზე.


კარგი იქნება, თუ აარჩევთ დამატებით ანტიოქსიდანტური ეფექტით. ძლიერი  ანტიოქსიდანტი არის E ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ოდი შოპის ღამის ნიღაბი (The body Shop E vitamin sleeping mask) და პატჩი (The Body Shop E vitamin sheet mask).


თუკი სიმშრალესთან ერთად თქვენს კანს ახასიათებს მგრძნობელობა, გამოიყენეთ 
სოსკინის (Soskin hydra wear face mask) ან ავენის (Avene soothing face maskნიღბები, რომლებიც მომენტალურად დაგიმშვიდებთ და მოგიხსნით გაღიზიანებას კანის დატენიანებასთან ერთად.

სახის სკრაბი ან პილინგი

მშრალი კანი ცხიმის ნაკლებობის გამო მიდრეკილია, რომ ვიზუალურად შეემჩნეს აქერცვლა და ნაკლებად ბზინავდეს.  კანის ერთგვაროვანი ზედაპირის მისაღებად კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ ამქერცლავი საშუალება, რომელიც ეფექტურად მოაცილებს მკვდარ უჯრედებს და გაწმენდს ფორებს მსუბუქი მჟავების ან გრანულების საშუალებით.

 

ეცადეთ, აარჩიოთ ნაზი გრანულების მქონე სკრაბები, რომლებიც შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა ტიპის ან მგრძნობიარე კანისათვის განკუთვნილი ხაზებიდან.


ბოდი შოპის სახის ნაზი სკრაბი C ვიტამინით (The Body Shop vitamin C face scrub) დამატებით ბზინვარებას და თანაბარ ფერსაც მოგანიჭებთ. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში კი არჩევანი შეაჩერეთ ავენის (Avene gentle exfoliating gel) ან ლაროშის (Laroche-posay ultrafine scrub) რბილ, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე სკრაბებზე.

 

პილინგიც მცირე რაოდენობით უნდა შეიცავდეს შესაბამის მჟავებს. სცადეთ ბოდი შოპის პილინგი C ვიტამინით (The Body Shop face liquid peel vitamin C) მეტი ბრწყინვალებისათვის ან სოსკინის (Soskin R+ face gentle peelingკანის მგრძნობელობის შემთხვევაში.

შეჯამება

მშრალი კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოს ელასტიურობა, სიმკვრივე და ბზინვარება.


ყოველდღიური რუტინა:

აუცილებელია,  კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა შეადგინოთ შემდეგი ეტაპებისაგან:

ორმაგი წმენდა - მოიცავს მაკიაჟის მოშორების, დაბანის და ტონიზირების საფეხურებს.


კანის მომზადება დატენიანებისათვის 
-  გამოიყენეთ ესენს-ლოსიონი, თერმული წყალი ან მისტი.


კანის ძირითადი დატენიანება 
- კანის ზედა და ქვედა ფენების სრულყოფილი დატენიანებისათვის აუცილებელია  შრატის, სახის მკვებავი/დამატენიანებელი კრემის გამოყენება.


მზისგან დაცვა 
- სეზონის მიუხედავად საჭიროა მზისგან დამცავი დაცვის მაღალი ფაქტორით, რომელიც ყოველდღიურად დღის რუტინის პროდუქტების ბოლო ეტაპზე უნდა გამოიყენოთ.



ყოველკვირეული რუტინა:

ნიღაბი - კანს სჭირდება კვირაში 1-3-ჯერ დამატენიანებელი ნიღბების გამოყენება, რათა ერთბაშად მიიღოს დატენიანების სრულყოფილი დოზა კანმა.

სკრაბი/პილინგი - კვირაში 1-2-ჯერ განაახლეთ კანი და მოიშორეთ მკვდარი უჯრედები რბილი სკრაბის ან პილინგის გამოყენებით, რათა გქონდეთ უფრო ჯანსაღი და მბზინავი კანი.

ხშირად დასმული კითხვები



  • რომელი კრემის გამოყენებაა სასურველი მშრალი კანისათვის ზამთარში და მთის კურორტებზე?

    ამ შემთხვევაში სასურველია, მიჰყვეთ ყოველდღიური რუტინის ყველა ეტაპს თანმიმდევრობით და ძირითადი კრემი ჩაანაცვლოთ ქოლდ კრემით. გირჩევთ 

    ველედას ან ავენის ქოლდ კრემებს.

  • სახის ზეთების ყოველდღიური გამოყენება ხომ არ აცხიმიანებს კანს (ან ცვლის კანის ტიპს ცხიმიანისაკენ) და ხომ არ ახშობს ფორებს?

    სახის ზეთები მშრალ კანს ამარაგებს იმ ცხიმით, რომელიც თავად არ გააჩნია, შესაბამისად ის მნიშვნელოვანი კომპონენტია რუტინაში. კანის ტიპის ცვლილება მოვლის საშუალებებით არ ხდება. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილი თანამედროვე ბრენდების ზეთები არ ახშობს ფორებს და ადვილად შეითვისება კანის მიერ.



  • შესაძლებელია თუ არა, გამწმენდი მიცელარული სითხის ან რძის დატოვება კანზე?

    ისეთ სიტუაციაში, როდესაც სრულყოფილი წმენდის საშუალება არ არის, შეიძლება დაიტოვოთ, თუმცა ამ დროს ბოლომდე არ ხდება კანის გასუფთავება და ფორებში მაინც რჩება მტვრისა და მაკიაჟის ნაწილაკები, რაც შემდგომ ცუდად აისახება კანის ჯანმრთელობაზე. გირჩევთ, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოიქცეთ ასე, სხვა დროს კი ორმაგი წმენდის მეთოდს მიმართეთ.

  • ზოგიერთი კრემის გამოყენების შემდეგ დღის განმავლობაში „ოფლიანდება“ კანი, განსაკუთრებით ზაფხულში. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?

    ეცადეთ, სეზონურად აარჩიოთ პროდუქტები: ცივ სეზონებზე, დღისით გამოიყენეთ სახის შრატი, ზეთი და კრემი, ხოლო თბილ სეზონებზე დღისით გამოიყენეთ შრატი და დამატენიანებელი კრემი ჰაეროვანი ტექსტურით. მკვებავი კრემი და ზეთი კი საღამოს რუტინაში ჩასვით.


  • შეიძლება თუ არა დამატენიანებელი შრატისა და კრემის თვალის გარშემო გამოყენება?

    თვალის გარშემო არსებული კანი დაახლოებით ათჯერ თხელია სახის კანზე და საჭიროებს განსხვავებულ საცხებს. გარდა ამისა, აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა შეშუპება, მუქი წრეები და დაღლილობის იერი, ამისათვის კი სპეციალური ინგრედიენტების შემცველი პროდუქტებია საჭირო. სახის კრემებში ზეთოვანი ბაზის ინგრედიენტები მეტია, რაც თვალის კანისათვის ზედმეტი და არასასურველია.
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი