/images/logo_ka.svg
სიწითლე, ლაქები და აკნე – როგორ დავიბრუნოთ ჯანსაღი კანი?
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
აქციები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
ხელის მოვლა
სახის კანის მოვლა

სიწითლე, ლაქები და აკნე – როგორ დავიბრუნოთ ჯანსაღი კანი?

სახის კანის მოვლა
calendar
06.02.2025
undefined


ბოლო წლებში დერმატოლოგიური პრობლემები გახშირდა, რაც გარემოს მავნე ზემოქმედების, სტრესის, არასწორი კვებისა და კანის მოვლის არასწორი პრაქტიკების შედეგია. ეს ფაქტორები იწვევს აკნეს, როზაცეას, პიგმენტურ ლაქებს და სხვა პრობლემებს.

თუ ადრე აკნე ძირითადად გარდატეხის ასაკს უკავშირდებოდა, დღეს იგი მოზრდილებშიც ხშირად გვხვდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი, ქრონიკული სტრესი, არასწორი კოსმეტიკა და არაჯანსაღი კვება. ზრდასრულ ასაკში აკნეს ხშირად თან ახლავს ანთებითი პროცესები, პიგმენტური ლაქები და ნაწიბურები.

დღეს კანის პრობლემები უფრო კომპლექსურია და მათი მოგვარება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, სწორად შერჩეული მოვლის საშუალებები და დერმატოლოგიური ჩარევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, თანამედროვე კოსმეტოლოგია გვთავაზობს ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც ეხმარება კანს აღდგენასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


სიწითლე - მიზეზები და გადაჭრის გზები

სიწითლე შესაძლოა გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა როზაცეა, ალერგიები, გარემოს მავნე ზემოქმედება, სტრესი და კანის სენსიტიურობა. ეს პრობლემა ხშირად დისკომფორტს იწვევს და საჭიროებს სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებს, რომლებიც კანს დაამშვიდებს და აღადგენს.

მარტივი რჩევები:

  • გამოიყენეთ დამამშვიდებელი და ტენიანობის შემანარჩუნებელი პროდუქტები.
  • მოერიდეთ ალკოჰოლის შემცველ საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება დამატებით გააღიზიანოს კანი.
  • სასურველია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რადგან ულტრაიისფერი სხივები აძლიერებს სიწითლეს.

LIERAC PROTOCOLE სახის სტიკი SPF50 - მზისგან დამცავი და შეფერილი ფორმულით, რომელიც იცავს კანს, ამცირებს სიწითლეს და უზრუნველყოფს ერთგვაროვან ტონს.

SOS მკურნალობა: ეს პროდუქტი მომენტალურად ფარავს და იცავს ყველა ტიპის მუქ ლაქას, იქნება ეს ასაკობრივი, მზისგან გამოწვეული თუ აკნეს ნაწიბური.

აქტიური ინგრედიენტები:

  • შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით და ხელს უწყობს ლაქების გაღიავებას.
  • მაღალი დაცვა: UVA და UVB ფილტრების სისტემა უზრუნველყოფს კანის დაცვას მზის ზემოქმედებისგან, რაც ხელს უშლის ლაქების გაღრმავებას.
  • წყალგამძლე ტექსტურა: ბუნებრივი პიგმენტებით მდიდარი ფორმულა, რომელიც ხელს უწყობს ერთგვაროვანი და ბუნებრივი იერის მიღწევას.


პიგმენტური ლაქები - მიზეზები და გადაჭრის გზები

პიგმენტური ლაქები შეიძლება წარმოიქმნას მზის ზემოქმედებით, ასაკობრივი ცვლილებების შედეგად ან აკნეს შემდეგ. მათი შემცირება შესაძლებელია სწორი მოვლის საშუალებების გამოყენებით, რომლებიც კანს ანიჭებს ერთგვაროვნებას და ხელს უწყობს ბუნებრივ რეგენერაციას.

როგორ შევამციროთ პიგმენტური ლაქები?

გამოიყენეთ ნიაცინამიდისა და ვიტამინ C-ის შემცველი შრატები, რომლებიც ამცირებს პიგმენტაციას.

მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და ყოველდღიურად გამოიყენეთ SPF50.

რეგულარულად ჩაატარეთ მსუბუქი ექსფოლიაცია, რათა კანი განახლდეს და გათანაბრდეს მისი ტონი.


LIERAC PROTOCOLE სახის შრატი ნიაცინამიდით / ვიტ C – პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებაა, მისი ორმაგი მოქმედება ამცირებს უკვე არსებულ ლაქებს და ხელს უშლის ახლის გაჩენას.

აქტიური ინგრედიენტები:

  • ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) – ხსნის პიგმენტურ ლაქებს და ამცირებს ანთებას.
  • ვიტამინი C – აუმჯობესებს კანის ბზინვარებას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
  • ყვავილების მჟავები (Keratolytic Flower Acids) – ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და კანის ერთგვაროვნებას.

შედეგები: ერთი თვის გამოყენების შემდეგ კანი ხდება ნათელი, ლაქების ინტენსივობა მცირდება და ტონი უფრო ერთგვაროვანი ხდება.

93% ბუნებრივი ინგრედიენტები – არ შეიცავს ცხიმიან ან გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვისაც.


აკნეს მოვლა

აკნე და მისი დარჩენილი ლაქები ხშირი პრობლემაა ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე ადამიანებისთვის. კანის არასწორი გაწმენდა, გარემოს მავნე ზემოქმედება და სტრესი ხშირად ხელს უწყობს კომედონების, შავი წერტილების და ანთებითი გამონაყარის წარმოქმნას.

როგორ ვებრძოლოთ აკნეს და მის შედეგებს?

აუცილებელია კანის წმენდა დღეში ორჯერ, რათა არ მოხდეს ცხიმის დაგროვება.

გამოიყენეთ ლოკალური მკურნალობის საშუალებები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს პრობლემურ ზონებზე.

შეარჩიეთ სალიცილის მჟავას და თუთიის შემცველი პილინგები, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.

LIERAC PROTOCOLE სახის პილინგი სალიცილი/ თუთია – ლოკალური SOS მკურნალობა აკნეს წინააღმდეგ.


მოქმედება: უკვე პირველივე ღამიდან აშრობს ანთებით გამონაყარს, წმენდს ფორებს და ამცირებს დარჩენილ ლაქებს.

აქტიური ინგრედიენტები:

  • სალიცილის მჟავა – ღრმად წმენდს ფორებს და ამცირებს ცხიმიანობას.
  • თუთიის გლუკონატი – არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ამშვიდებს კანს.
  • კალამინის ფხვნილი – აქვს ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი ეფექტი, რაც ხელს უწყობს ანთების შემცირებას.

შედეგები: პირველი ღამიდანვე აკნეს ნიშნები შესამჩნევად მცირდება, კანი კი უფრო სუფთა და გლუვი ხდება.


გრძელვადიანი მოვლა კანის გაუმჯობესებისთვის

ლოკალური მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მოვლის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს კანის სრულყოფილ განკურნებას.

LIERAC PROTOCOLE სახის პილინგი სალიცილი/თუთია – სრული მკურნალობის ნაწილი, რომელიც აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ხელს უწყობს რეგენერაციას.

94% ბუნებრივი ინგრედიენტები – არ შეიცავს ხელოვნურ სუნამოებს და შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვისაც.

აქტიური კომპონენტები:

  • სუფთა სალიცილის მჟავა – დერმატოლოგების მიერ რეკომენდირებული, ასუფთავებს ფორებს და ამცირებს ცხიმს.
  • ფრუქტოზის მჟავები (AHAs) – ახდენს კანის მსუბუქ ექსფოლიაციას და აუმჯობესებს ტექსტურას.


შედეგები: ერთი თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ კანი ხდება სუფთა, მქრთალი და ნაკლებად მიდრეკილი ანთებებისკენ.

LIERAC PROTOCOLE შექმნილია როგორც SOS, ისე გრძელვადიანი მოვლისათვის – ახალი ხაზის პროდუქტები არა მხოლოდ აჩერებს კანის პრობლემების განვითარებას, არამედ ხელს უწყობს მათ პრევენციასაც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, კანი ხდება უფრო სუფთა, ბზინვარე და დაცული გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.


დამატებითი რჩევები კანის ჯანმრთელობისთვის

  • ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ.
  • გამოიყენეთ ნაზი საწმენდი საშუალებები, რომლებიც არ არღვევს კანის ბუნებრივ ბარიერს.
  • რეგულარულად შეცვალეთ ბალიშის პირი და პირსახოცები, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიული დაბინძურება.
  • დალიოთ მეტი წყალი და შეინარჩუნეთ დაბალანსებული კვება.
  • კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ მსუბუქი ექსფოლიატორი, რათა მოაცილოთ მკვდარი უჯრედები და შეამციროთ კომედონები.

პროფესიონალის კონსულტაცია - მნიშვნელოვანია!

მიუხედავად იმისა, რომ სწორი კანის მოვლის რუტინა დიდ როლს თამაშობს კანის ჯანმრთელობაში, პროფესიონალი დერმატოლოგის ჩართვა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანის პრობლემები რთულ და ხანგრძლივ მიმდინარეობას იღებს. მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს კანის ტიპისა და მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს და შესაბამისად, ინდივიდუალურ მიდგომას.

თუ კანის პრობლემები ხანგრძლივი და მძიმე ფორმით ვლინდება, მნიშვნელოვანია არამხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, არამედ კვალიფიციური დერმატოლოგის კონსულტაცია. პროფესიონალის მიერ რეკომენდებული მკურნალობა და მოვლის სწორი კომბინაცია საუკეთესო შედეგს მოგცემთ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat