ჯანმრთელი და მოვლილი თმა სილამაზის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თმის სრულფასოვანი და სწორი მოვლისათვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები და მიჰყევით საფეხურებს თანმიმდევრულად.
თმის გასუფთავება-დაბანა უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით. თუ ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმა გაქვთ, შეგიძლიათ შამპუნით დაიბანოთ ყოველდღიურად, სხვა შემთხვევაში კი კვირაში 2-3-ჯერ საკმარისი იქნება.
შამპუნი შეარჩიეთ თმის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტებს. თუ კერატინის პროცედურა გაქვთ ჩატარებული, ყურადღება მიაქციეთ, რომ შამპუნი არ შეიცავდეს სულფატს, რათა არ მოხდეს კერატინის ნაადრევად ჩამორეცხვა თმიდან.
შამპუნის ყოველი გამოყენების შემდგომ თმის დასარბილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი/ბალზამი, რომელიც მომენტალურად დაგირბილებთ თმას და ხელს შეუშლის აბურდვას, გაგიმარტივებთ დავარცხნის პროცესს.
კონდიციონერი/ბალზამი შეარჩიეთ თმის მდგომარეობის მიხედვით და არა თმის ტიპის მიხედვით. მაგალითად, შესაძლებელია გქონდეთ ცხიმიანი თმის ტიპი, მაგრამ თმა მთელ სიგრძეზე იყოს გამომშრალი და დაზიანებული, ასეთ დროს უნდა შეარჩიოთ მშრალი, დაზიანებული თმის აღმდგენი ფუნქციით.
თუ თხელი და დავარდნილი თმა გაქვთ, უარს ნუ იტყვით კონდიციონერზე, არამედ აარჩიეთ მოცულობის მოსამატებელი ეფექტით.
კონდიციონერი უნდა წაისვათ თმის მთელ სიგრძეზე, დააყოვნოთ 1-2 წუთი და ჩამოიბანოთ წყლით. არ დაიტანოთ სკალპზე (თავის კანზე).
თმის ნიღაბი აუცილებელი პროდუქტია თმის სრულყოფილი მოვლისათვის, რადგან ის თმის ღერებში უფრო ღრმად აღწევს და ერთბაშად ამარაგებს ყველა საჭირო ნივთიერებით და აჯანსაღებს მას.
ნიღაბი შეარჩიეთ თმის მდგომარეობის მიხედვით.
ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ შამპუნისა და კონდიციონერის შემდეგ. წაისვით სველი თმის მთელ სიგრძეზე (სკალპიდან 2-3 სმ-ის დაშორებით), გაიჩერეთ 3-დან 10 წუთამდე (შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით) და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
სახის კანის მსგავსად, თმასაც ყოველდღიურად სჭირდება სითხითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით მომარაგება.
თმას ასუსტებს გარემოს მავნე ფაქტორები, სხვადასხვა ტემპერატურა, მშრალი ჰავა, გამოსხივება და ხელით ხშირი შეხება. დატენიანებულ თმას თავდაცვის მაღალი უნარი აქვს და მზადაა ყველა ცვლილებისთვის, გარდა ამისა, ხდება მბზინავი და ელასტიური.
გირჩევთ, ყოველდღიურად გამოიყენოთ ჩამობანის გარეშე დამატენიანებელი საშუალებები. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ზეთის, ასევე გელისებური, კრემის ან სითხის კონსისტენციით.
რაც უფრო მშრალი ან დაზიანებულია თქვენი თმა, მით უფრო სქელ კონსისტენციას მიანიჭეთ უპირატესობა, მაგალითად, ზეთს და კრემს. სხვა შემთხვევაში სითხე და თხელი გელისებური ტექსტურაც საკმარისი იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საშუალებები ძალიან მცირე რაოდენობით და მხოლოდ თმის ღერებზე (სკალპიდან 2-3 სმ-ის დაშორებით) უნდა დაიტანოთ, თმა თავად შეიწოვს საკმარის რაოდენობას.
დღევანდელი გადატვირთული და აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე, შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა ან თმის სწრაფად მოწესრიგება-გასუფთავება. ამისათვის, მუდმივად იქონიეთ მშრალი შამპუნი, რომელიც რამდენიმე წამში გაგისუფთავებთ თმასა და სკალპს, მიანიჭებს მოცულობასა და სასიამოვნო სურნელს. მომხმარებლების რჩეულია ბატისტეს მშრალი შამპუნები.
ეცადეთ 20-30 სმ სიშორიდან შეისხუროთ თმაზე და ხელით ან სავარცხლით გადაინაწილოთ მაშინვე.
გამოგადგებათ ნებისმიერი ფერისა და ტიპის თმის შემთხვევაში.
გახსოვდეთ, რომ ის ვერ ჩაგინაცვლებთ ჩვეულებრივი შამპუნს და მხოლოდ სიტუაციების მიხედვით ჯობს მისი გამოყენება.
თმის საშრობის ან გასასწორებელ/დასახვევ თერმო საშუალებების ხშირი გამოყენება თმის დაზიანების, გამოფიტვისა და გამოშრობის რისკს ზრდის.
გირჩევთ, თერმო-დამცავი სპეციალური სპრეი/კრემი გამოიყენოთ, რათა შეინარჩუნოთ ძველებურად რბილი, ჯანმრთელი და მბზინავი თმა.
შეისხურეთ ყოველი გამოყენების წინ, ნოტიო ან მშრალი თმის მთელ სიგრძეზე და გაიკეთეთ ვარცხნილობა ჩვეულებისამებრ.
სკალპის გაჯანსაღება სხვა პრობლემების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ამისათვის გირჩევთ, რომ გამოიყენოთ სკალპის სკრაბი და მოსავლელი სპეციალური შრატი ან ზეთი.
სკალპში ისევე გროვდება შლაკები და მკვდარი უჯრედები, როგორც კანის დანარჩენ ნაწილზე. მის მოსაშორებლად გამოიყენეთ სკალპის სკრაბი ღრმა წმენდისათვის. თუ ცხიმიანი სკალპი გაქვთ, გირჩევთ ბოდი შოპის სკრაბს ჩაის ხის ზეთით, რომელიც ღრმად ასუფთავებს ცხიმისა და მკვდარი უჯრედებისგან თავის კანსა და თმას და არეგულირებს ცხიმიანობას.
მშრალი და ქერტლისაკენ მიდრეკილი თმისათვის კი აარჩიეთ ბოდი შოპის რბილი სკრაბი ჯინჯერის ზეთით. ბოდი შოპის ორივე სკრაბის გრანულები დამასაჟებასთან ერთად ნელნელა ქაფდება და შემდგომ შამპუნის გამოყენებას აღარ საჭიროებს. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.
დაბანის შემდგომ ნოტიო თავის კანში შეიზილეთ მოსავლელი შრატი ან ზეთი. მშრალი და აქერცვლისკენ მიდრეკილი სკალპისთვის გირჩევთ ბოდი შოპის ჯინჯერის შრატს, რომელიც კვებავს, აბალანსებს და აჯანსაღებს თავის კანს. თუ მგრძნობიარე და გაღიზიანებული სკალპი გაქვთ, გამოიყენეთ ბიოაქტივის სკალპის ზეთი, რომელიც მომენტალურად ამშვიდებს, ატენიანებს და კომფორტის შეგრძნებას ტოვებს. ორივე პროდუქტი არის თხელი ტექსტურის და ადვილად შეიწოვება.
თმის სწორი პროდუქტებით და რეგულარული მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვანიჭებს თავდაჯერებულობას და ჯანსაღ იერს.
ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ზემოთ ჩათვლილი ყველა საჭირო პროდუქტი. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხე გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.