
თიბისი განაწილება უკვე ხელმისაწვდომია ჯპს-ის საიტსა და აპლიკაციაში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შენთვის სასურველი პროდუქციის შეძენას. ახლა უკვე შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი პროდუქტი და გადაიხადო განაწილებით სასურველი პროდუქციის საფასური 4 თვემდე, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით.
როგორ ისარგებლო თიბისი განაწილებით ონლაინ?
შეარჩიე სასურველი პროდუქტი
გადახდის მეთოდებში აირჩიე თიბისი განაწილება
შეავსე მოკლე განაცხადი და დაელოდე პასუხს
დაასრულე შეძენა მარტივად და სწრაფად
როგორ მოვითხოვო განაწილების ლიმიტი?
თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია განაწილების ლიმიტის დამტკიცება, რომელიც 50-5000 ლარამდეა შემოსავლების გათვალისწინებით.
ლიმიტი დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება მოქმედი, შემდეგ კი თავიდან მოგიწევს მისი დამტკიცება.
საფასურის პირველი მეოთხედის გადახდას 10 დღის მერე იწყებ და 4 თვის განმავლობაში გადაანაწილებ.
შეკვეთის ღირებულებაში შედის შენი შერჩეული ყველა ნივთი და მიტანის საფასური.
გაითვალისწინე, რომ თიბისი განაწილებით გადახდის სერვისის სარგებლობისთვის, შეკვეთის ღირებულება არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.