სხეულის სუნი და ოფლიანობა — ეს ორივე ბუნებრივი პროცესია, თუმცა როდესაც გაძლიერდება ან არასასიამოვნოდ აღიქმება, შეიძლება გახდეს ფიზიკური და სოციალური დისკომფორტის მიზეზი.
ოფლიანობა — სხეულის თერმორეგულაციის საშუალებაა. როცა სხეულის ტემპერატურა იზრდება, საოფლე ჯირკვლები გამოყოფენ სითხეს, რომელიც აორთქლებისას აგრილებს სხეულს.
არსებობს ორი ტიპის საოფლე ჯირკვალი:
ეკრინული ჯირკვლები— მთელ სხეულზეა განლაგებული; გამოყოფს უფერო და უსუნო ოფლს.
აპოკრინული ჯირკვლები— უმეტესად იღლიაში, საზარდულში და თავის თმიან ნაწილში; გამოყოფს მკვებავ ნივთიერებებს, რომლებსაც ბაქტერიები „იწოვენ“ და სწორედ ეს იწვევს სუნს.
ოფლიანობასთან და უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად დღეს რეგულარულად გამოიყენება დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები, თუმცა სანამ არჩევანს გააკეთებთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, თუ რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან.
დეოდორანტი
გამოიყენება სუნის გასანეიტრალებლად. მასში შემავალი ინგრედიენტები მოქმედებენ იმ ბაქტერიებზე, რომლებიც არიან უსიამოვნო სუნის გამომწვევი. დეოდორანტი გავლენას ვერ ახდენს გამოყოფილი ოფლის რაოდენობაზე.
ანტიპერსპირანტები
ანტიპერსპირანტი შეიცავს ალუმინის მარილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საოფლე ჯირკვლების არხების დროებით ჩაკეტვას, რის საფუძველზეც მცირდება ოფლის გამოყოფა და შესაბამისად უსიამოვნო სუნიც.
შეგიძლიათ იქონიოთ ორივე და გამოიყენოთ ცხოვრებისეული სიტუაციების მიხედვით.
თუ დღის განმავლობაში არ აპირებთ ემოციურად და ფიზიკურად აქტიურობას, ასეთ დღეს შეგიძლიათ დეოდორანტი გამოიყენოთ. მომხმარებლების რჩეულია ნუქსის , ველედას და ურიაჟის უალუმინო დეოდორანტები.
იმ შემთხვევაში, თუ დაძაბული და ფიზიკურად აქტიური დღე გელით ან სხვადასხვა სიტუაციების შეცვლა მოგიწევთ, ჯობს, ანტიპერსპირანტზე გააკეთოთ არჩევანი. გიზიარებთ ტოპ 3 ანტიპერსპირანტს , ესენია: ისის ფარმას, ვიშის და სი ელის ანტიპერსპირანტები.
თუკი ზოგადად მუდმივი ჭარბოფლიანობა გაწუხებთ და ეს არ არის დამოკიდებული სიტუაციების შეცვლაზე, შეგიძლიათ კურსის სახით გამოიყენოთ ჭარბი ოფლის მარეგულირებელი ანტიპერსპირანტები, როგორიცაა ოდაბანი და ატირანსი.
თუ ეს საშუალებები ვერ აღმოფხვრიან თქვენს პრობლემას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოქმედების თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი ეს პროდუქტები, მთავარია შემადგენლობა. ასე რომ, თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეიძინოთ სპრეი, ბურთულიანი, კრემის ან მყარი სტიკის ფორმით. გამოყენებამდე აუცილებლად გაისუფთავეთ და კარგად გაიმშრალეთ კანი იღლიის არეზე, მოარიდეთ გაღიზიანებულ და ახალგაპარსულ კანს.
არასასიამოვნო სუნი და ოფლიანობა, ხშირად დისკომფორტს და უხერხულობას ქმნის ჩვენს ყოველდღიურობაში. ამ პრობლემისგან თავის დაღწევაში კი დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი დაგეხმარებათ. დეოდორანტის გამოყენება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ უსიამოვნო სუნის გაქრობა არის თქვენი მიზანი. თუ უსიამოვნო სუნთან ერთად, ოფლის გამოყოფის შემცირებაც გსურთ, უნდა გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი.
შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.