/images/logo_ka.svg
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი?
ორსულობის ტესტები
მოგზაურობა - დასვენება
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

ორსულობის ტესტები

ორსულობის ტესტები
calendar
03.08.2025
undefined

ორსულობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია. ამის დასადგენად, ყველაზე ხშირად ორსულობის ტესტები გამოიყენება.

ორსულობის ტესტი არის მოწყობილობა, რომელიც შარდში ან სისხლში ამოიცნობს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონის არსებობას. სხეული ამ ჰორმონს აწარმოებს, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიმაგრებულია საშვილოსნოს კედელზე. ეს პროცესი ხდება განაყოფიერებიდან დაახლოებით ექვსი დღის შემდეგ, hCG ჰორმონის დონე ძალიან სწრაფად იზრდება და ორმაგრდება ყოველ 2-3 დღეში.

ორსულობის დასადგენად არსებობს ორი სახეობის ტესტი:

  • სისხლის ტესტი , რომელიც ტარდება კლინიკურად (საჭიროა ექიმთან ან ლაბორატორიაში მისვლა) , გამოავლენს ორსულობას ადრეულ ეტაპზე, უფრო ზუსტია და ამ ტესტით შესაძლებელია ორსულობის ვადების დადგენა.
  • შარდის ტესტი, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში ორსულობის დასადგენად, იყიდება სააფთიაქო ქსელებში, არის ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი, პასუხს აჩვენებს 3-5 წუთის განმავლობაში.

როდის უნდა გაიკეთოთ ტესტი?

  • ტესტის გაკეთება შესაძლებელია დაგვიანებული მენსტრუაციის პირველივე დღიდან
  • ტესტის გაკეთება რეკომენდებულია დილით პირველი შარდით, რადგან hCG-ის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.
  • თუ ტესტს ნაადრევად ჩაიტარებთ, შესაძლოა მიიღოთ არასწორი შედეგი.

ჩვენს სააფთიაქო ქსელში არსებობს სხვადასხვა ტიპის ორსულობის ტესტები, რომელთაც განსხვავებული სიზუსტე და გამოყენების წესი აქვთ. ამ ბლოგში გაეცნობით რამდენიმე სახეობას.

ორსულობის ტესტ-კასეტა

სურათზე მოცემულია ვარდისფერი ფონი და ორსულობის ტესტ-კასეტა ორი წითელი ხაზით, ანუ დადებითი პასუხით.

ორსულობის ტესტის ეს სახეობა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და გააჩნია 99,9 % სიზუსტე.

წინასწარ სუფთა ჭურჭელში შეგროვილი შარდიდან, პიპეტის საშუალებით ( მოყვება ტესტს) ამოიღეთ შარდი და ტესტ-კასეტის მრგვალ ნაწილში ჩაასხით 3 წვეთი.

ტესტი მოათავსეთ მშრალ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე და დაელოდეთ შედეგს 3-5 წუთის განმავლობაში.

ორი ხაზი ნიშნავს დადებით პასუხს, თუ ხაზი მხოლოდ C ნიშნულთანაა პასუხი უარყოფითია, ხოლო თუ ხაზი მხოლოდ T ნიშნულთანაა , ტესტი არასწორადაა ჩატარებული.

ორსულობის ტესტ-ჩხირი

ფოტოზე მოცემულია მუქი წითელი ფონი და მასზე მოთავსებული 4 ცალი დადებითი პასუხის ტესტ-ჩხირი.

ტესტ-ჩხირის გამოყენებისას, ჩხირი მოათავსეთ წინასწარ სუფთა ჭურჭელში მოგროვილ შარდში ტესტზე მითითებულ ნიშნულამდე და დააყოვნეთ 20-30 წამის განმავლობაში. შემდგომ, დადეთ ტესტი მშრალ ჰორიზონტალურ ზედაპირზე და დაელოდეთ პასუხს 3-5 წუთის განმავლობაში.

ორი ხაზი ნიშნავს დადებით პასუხს, თუ ხაზი მხოლოდ C ნიშნულთანაა პასუხი უარყოფითია, ხოლო თუ ხაზი მხოლოდ T ნიშნულთანაა , ტესტი არასწორადაა ჩატარებული.

ტესტს გააჩნია 99.9% სიზუსტე.

ორსულობის ტესტი - ჭავლური

ფოტოზე მოცემულია მუქი ვარდისფერი ფონი, მასზე დევს ექოსკოპიის სურათი, სურათზე კი დევს ორსულობის დადებითი ტესტი და პატარა თეთრი ყვავილები.

სანდო მონაცემების მისაღებად რეკომენდირებულია პირველი დილის შარდის ანალიზი ან ნებისმიერი შარდის ანალიზი ოთხსაათიანი შარდშეკავების შემდეგ.


ინსტრუქცია პირდაპირი
ჭავლური ტესტის ჩატარებისთვის:

  • დაიბანეთ ხელები საპნით , გამდინარე წყლით.
  • გახსენით შეფუთვა. არ მოხსნათ სახურავი , სანამ არ იქნებით მზად მოშარდვისთვის.მოკიდეთ სახელურზე და მიმართეთ შემწოვი ნაწილი ქვევით.
  • 2 წამის შემდეგ მოშარდვის დასრულებიდან დაელოდეთ რომ შარდი ჩაედინოს ბალიშზე სინჯისთვის.
  • დაიკავეთ 5-10 წამის განმავლობაში, რომ სრულად შეიწოვოს შარდის ნიმუში.
  • დაახურეთ სახურავი ტესტს და დადეთ სწორ ზედაპირზე. შედეგი მზად იქნება წასაკითხად 5 წუთში.

ინსტრუქცია კონტეინერით ტესტის ჩატარებისთვის:
უკეთესია გამოიყენოთ სტერილიზებული ჭიქა თავსახურით შარდის მოსაგროვებლად. ალტერნატიული ვარიანტია სრულიად ახალი, უხმარი, მშრალი ერთჯერადი ჭიქა.

  • დაიბანეთ ხელები საპნით გამდინარე წყლით.
  • არ მოხსნათ თავსახური კონტეინერს, სანამ არ იქნებით მზად მოშარდვისთვის.
  • მოაგროვეთ კონტეინერში არანაკლებ 30მლ შარდი.
  • გააგრილეთ შარდი ოთახის ტემპერატურამდე, ამისათვის დადეთ კონტეინერი სწორ ზედაპირზე 5 წუთით.
  • გახსენით ტესტის შეფუთვა. მოკიდეთ სახელურიდან და მიმართეთ ანალიზის მომკრეფი ნაწილი ქვევით.
  • დაიკავეთ ტესტი ვერტიკლურად, მოათავსეთ (ჩაუშვით) ტესტის ბალიში შარდის ნიმუშში 10 წამით და ამოიღეთ.
  • დაახურეთ სახურავი და დადეთ სწორ ზედაპირზე. 5 წუთში ტესტი მზად იქნება შედეგების წასაკითხად.

არ შეეხოთ ჭიქის/კონტეინერის და სახურავის შიდა მხარეს.

ორსულობის ტესტი - ციფრული

თეთრ ფონზე მოცემულია გოგონას ხელები, რძისფერი მანიკურით, რომელსაც უჭირავს ციფრული ორსულობის ტესტი, მასზე აწერია pregnant, რაც ნიშნავს რომ პასუხი დადებითია.

ორსულობის ციფრული ტესტი გამოიყენება ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის. ის განსაზღვრავს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონეს , გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და 99%-ზე მეტი სიზუსტით. აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტს.


გამოყენების წესი:
ჩხირი მოათავსეთ შარდში ან დაასველეთ შარდით მითითებულ ნიშნულამდე და დააყოვნეთ 3 წამი.

3-5 წუთში, ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერება YES, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში - NO.

შეჯამება

სახლის პირობებში ორსულობის დასადგენად სხვადასხვა სახეობის ტესტები არსებობს, რომლებიც გამოყენების წესითა და შედეგების სიზუსტით განსხვავდებიან. ნებისმიერი მათგანის არჩევისას აუცილებელია, რომ მოხდეს სწორი გამოყენება, ამიტომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია. მეტი სიზუსტისთვის ტესტი გაიკეთეთ დილით, პირველ შარდზე. თუ ეჭვი გექნებათ, რომ ტესტის პასუხი არასწორია, აუცილებლად მიმართეთ კლინიკას და ჩაიტარეთ სისხლის ტესტი.


პროდუქტების შეძენა შეგიძლია ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და MY GPC აპლიკაციიდან. შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე ან მიაკითხავ გამზადებულ შენაძენს ფილიალში უფასოდ.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat