თუ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ მგზავრობის დროს თავბრუსხვევა და გულისრევა, გეცოდინებათ რამდენად არასასიამოვნო შეიძლება გახდეს მოგზაურობის ყველაზე ბედნიერი წუთები.
მგზავრობის ავადმყოფობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც თვალის მიერ დანახულსა და შიდა ყურის აღქმას შორის შეუსაბამობაა. ამ დროს ტვინი იღებს ურთიერთსაპირისპირო სიგნალებს: შიდა ყურიდან გრძნობს მოძრაობას, ხოლო თვალებიდან ხედავს უძრავ ობიექტებს (მაგ: მანქანის სალონს, ტელეფონს, წიგნს). სწორედ ეს სენსორული კონფლიქტი იწვევს მგზავრობის ავადმყოფობას. ეს შეიძლება მოხდეს მანქანაში, მატარებელში, თვითმფრინავში, გემზე, ნევზე, ვირტუალური რეალობის გარემოში ან გარკვეული ტიპის ეკრანული კონტენტის ყურების დროს.
ყველაზე ხშირად მგზავრობის ავადმყოფობა ემართებათ:
მთავარი სიმპტომებია:
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს იგრძნობთ, ეცადეთ დაჯდეთ ფანჯარასთან და მიმართოთ თვალები მოძრაობის მიმართულებით, არ ჩახედოთ ტელეფონს ან წიგნს, გამოაღეთ ფანჯარა და ისუნთქეთ ღრმად, არ იყოთ არც ძალიან მშიერი და არც ზედმეტად დანაყრებული, მიიღეთ საჭირო რაოდენობით წყალი.
იმისათვის, რომ მგზავრობის დაავადება თავიდან აიცილოთ, არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. სწორედ ასეთია ესპანური წარმოების მედიკამენტი ნორმოსტოპი.
ნორმოსტოპის ტაბლეტი გამოიყენება მგზავრობის, ზღვისა და ჰაერის დაავადებების დროს. პრეპარატი შეიცავს 50მგ დიმენჰიდრატს, რომელიც მოქმედებს შიდა ყურის აპარატზე და ხსნის სიმპტომებს.
ნორმოსტოპი უნდა მიიღოთ მგზავრობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე
გამოყენების წესი:
უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიმენჰიდრატმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ თუ თქვენ მართავთ სატრანსპორტო საშუალებას, არ უნდა მიიღოთ ნორმოსტოპის ტაბლეტები.
ნორმოსტოპი კოფეინი შეიცავს 50მგ დიმენჰიდრატს და 50მგ კოფეინს რომელიც ანეიტრალებს დიმენჰიდრატის მოქმედებით გამოწვეულ ძილიანობის ეფექტს. კოფეინი ხელს უწყობს ტვინში სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ყურადღებასა და კონცენტრაციას.
გამოყენების წესი:
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მგზავრობის დაწყებამდე არაუმცირეს ნახევარი საათით ადრე (უმჯობესია 1 ან 2 საათით ადრე). დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. რეკომენდებულია ტაბლეტების გადაყლაპვა საკვებთან, წყალთან ან რძესთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭის გაღიზიანება. ბოლო დოზის მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 6 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული უძილობა, განსაკუთრებით ძილის პრობლემების მქონე პაციენტებში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტი არ მიიღება.
მგზავრობის დაავადება საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა ის არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ ამისათვის წინასწარ მოემზადოთ, მაგ: დაჯდეთ წინ ან მოძებნოთ ადგილი ისეთ ფანჯარასთან, რომლის გაღებასაც შეძლებთ; მიიღოთ მსუბუქი საკვები და თან იქონიოთ ცივი წყალი; ხოლო ისეთ ტრანსპორტში სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, მიიღოთ სწორად შერჩეული მედიკამენტი, როგორიცაა ნორმოსტოპი. ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი და თქვენი პატარების მგზავრობამ ყველანაირი დისკომფორტის გარეშე ჩაიაროს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ მოგზაურობისგან.