
ბეპანტენის კრემი დექსპანთენოლზე დაფუძნებული მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ის ეპიდერმისის ღრმა დატენიანებას, დაზიანებული ქსოვილების სწრაფ რეგენერაციასა და ბუნებრივი დამცავი ბარიერის აღდგენას უზრუნველყოფს. კრემი სიმშრალის, გაღიზიანებისა და მსუბუქი ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ დერმატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება.
ადამიანის კანი რთული ბიოლოგიური სისტემაა, რომელზეც გარემო ფაქტორები მუდმივად მოქმედებს. ეპიდერმისის გამართულად ფუნქციონირება ორგანიზმის საერთო იმუნურ მდგომარეობას პირდაპირ უკავშირდება.
ზოგჯერ კანის ბარიერული ფუნქცია ირღვევა. ამის მიზეზები შესაძლოა იყოს:
მექანიკური დაზიანება
თერმული ზემოქმედება
ქიმიური გაღიზიანება
ასეთ დროს ორგანიზმი მოქმედებას იწყებს. ამ პროცესში ბეპანტენის კრემი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის უჯრედებს საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს, რაც კანის აღდგენას ხელს უწყობს.
თანამედროვე დერმატოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კანის სწრაფი აღდგენა ქსოვილებში ვიტამინების რაოდენობაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები.
დექსპანთენოლი ბეპანტენის კრემის აქტიური ნივთიერებაა. ის პანთოთენის მჟავის ფორმაა. პანთოთენის მჟავა კი ცნობილია, როგორც ვიტამინი B5. ეს უკანასკნელი კოენზიმ A-ს ნაწილია.
კოენზიმ A თითქმის ყველა მეტაბოლურ პროცესში მონაწილეობს. მათ შორის, უჯრედული ენერგიის გამომუშავებასა და ლიპიდების სინთეზში.
პრეპარატის გამოყენებისას აქტიური ნივთიერება ეპიდერმისის ღრმა ფენებში სწრაფად აღწევს. დექსპანთენოლი უჯრედებში პანთოთენის მჟავად გარდაიქმნება, რაცმაქსიმალურ ბიოშეღწევადობას უზრუნველყოფს.
მეცნიერული თვალსაზრისით, ეს პროცესი ხელს უწყობს ფიბრობლასტების გამრავლებას. ესენია უჯრედები, რომლებიც კოლაგენსა და ელასტინს წარმოქმნიან. შესაბამისად, ბეპანტენის კრემი მხოლოდ სიმშრალეს არ ამცირებს, არამედ კანს ქსოვილების აღდგენაშიც ეხმარება.
კრემის ფორმულა სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ კანის ბუნებრივ ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს. ეს სამკურნალო საშუალება წყალში ხსნად ემულსიაზეა დაფუძნებული. ამის გამო აქტიური ნივთიერებები სწრაფად შეიწოვება და კანის ზედაპირზე ჰაერგამტარი დამცავი ფენა რჩება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთების დროს, როდესაც კანს სწორი თერმორეგულაცია სჭირდება.
ბევრი მომხმარებელი სვამს კითხვას:
რატომ არის ბეპანტენის კრემი უფრო ეფექტური, ვიდრე ჩვეულებრივი დამატენიანებლები?
პასუხი მარტივია: კრემი საჭირო თერაპიულ კონცენტრაციას შეიცავს და სამედიცინო სტანდარტებს შეესაბამება.
ბეპანტენის კრემი მრავალ შემთხვევაში გამოიყენება, რის გამოც ის უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევა. პროფესიულ პრაქტიკაში მას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მოიხმარენ. ესენია:
დერმატოლოგიური და კოსმეტიკური პროცედურების შემდეგომი მოვლა: ლაზერული ეპილაციის, ქიმიური პილინგის თუ მეზოთერაპიის შემდეგ, კანზე ხშირად მიკროტრავმები ჩნდება. ასეთ დროს ბეპანტენის კრემი სიწითლეს ამცირებს. გარდა ამისა, ხელს უშლის პოსტ-ინფლამატორული პიგმენტაციის განვითარებას;
გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები: კანს გარემო ფაქტორებიც აზიანებს. მაგალითად, მზემ შეიძლება მსუბუქი დამწვრობა გამოიწვიოს. სიცივემ კი კანი გამოაშროს. ასეთ დროს საჭიროა სწრაფი მოქმედება. ამასთან, კრემს მსუბუქი ტექსტურა აქვს, ამიტომაც მისი მტკივნეულ უბნებზე დატანა დამატებით დისკომფორტს არ იწვევს;
ლოკალური სიმშრალე: კრემი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული ქსეროზი (კანის პათოლოგიური სიმშრალე) აწუხებთ. რეგულარული მოხმარებით კანის დამცავი ფენის აღდგენაა შესაძლებელი. ეს კი ქავილსა და დისკომფორტს ამცირებს.
ბეპანტენის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიაში. ჩვილის კანი ძალიან სათუთი, თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ის ადვილად ზიანდება და ხშირია საფენისმიერი დერმატიტი.
თუ კანი უკვე დაზიანებულია, საჭიროა უფრო ძლიერი დაცვა. როგორც წესი, ასეთ დროს სპეციალისტების რეკომენდაცია მალამოს გამოყენებაა. მას უფრო მაღალი ცხიმიანობა აქვს, უკეთ იცავს კანს და წყალგაუმტარ ბარიერს ქმნის.
კანის მოვლა სწორი პროდუქტის აღმოჩენით და პროფესიონალური რჩევით იწყება.
მყიდველისთვის მნიშვნელოვანია ბეპანტენის კრემსა და სხვა დამატენიანებელ საშუალებებს შორის განსხვავების ცოდნა. ეს პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია სახესა თუ ხელებზე. კრემი სწრაფად შეიწოვება, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია დღის განმავლობაში, სამუშაო დროსაც კი. აღსანიშნავია, რომ ის ტანსაცმელზე ცხიმოვან კვალს არ ტოვებს.
მისი ტექსტურის წყალობით, ის კანიდან ოპტიმალურ დროში ორთქლდება. ეს კი უცილებელია მწვავე ანთებითი პროცესების დროს, რათა ქსოვილი არ გადახურდეს. თუ პრობლემა ქრონიკულია და კანი ძალიან გაუხეშებულია, უმჯობესია მალამოს გამოყენება. ის უფრო ძლიერ დამცავ ფენას ქმნის.
ახლა დამატენიანებელ კარაქებზე ვისაუბროთ. აქტიური ნივთიერებებითა და მოქმედების მექანიზმით მალამოები და კარაქები ერთმანეთს ჰგვანან. მათ შორის აშკარა განსხვავება დაზიანებულ ზედაპირზე დატანის დროს ჩნდება.
კარაქები უფრო მეტად კოსმეტიკურ საშუალებებს განეკუთნება. მათ ბევრად მყარი სტრუქტურა აქვთ. ამის გამო, დაზიანებულ ზედაპირზე წასმისას, შესაძლოა, ტკივილი იგრძნოთ.
გარდა ამისა, დამატენიანებელი კარაქები პარფიუმებსა და ქიმიურ საშუალებებს შეიცავენ, რაც დაზიანებულ კანს კიდევ უფრო გააღიზიანებს.
ბეპანტენის მალამო რეცეპტის გარეშე გაიცემა და უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, პროფესიონალის კონსულტაცია მაინც რეკომენდებულია. კვალიფიციური დერმატოლოგი სწორი დოზირებისა და გამოყენების სიხშირის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რთულ შემთხვევებში, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი ან დამწვრობები.
პრეპარატი არ შეიცავს პარაბენებს, ამიტომ ალერგიული რეაქციების რისკი დაბალია. სწორედ ამის გამოა ის პოპულარული არჩევანი კანის მოვლისთვის.
მალამოს გამოყენებამდე სასურველია ფარმაცევტთან კონსულტაციაც. სააფთიაქო ქსელ GPC-ის ფარმაცევტები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებიან. გარდა ამისა, ისინი გამოყენების წესებსაც აგიხსნიან.
დიახ, ბეპანტენის კრემი ეფექტურია პოსტ-აკნე პერიოდში. იგი ხელს უწყობს დაზიანებული კანის რეგენერაციას და ნაწიბურების გაჩენის შანსს ამცირებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის უშუალოდ აკნეს (გამონაყარის) სამკურნალო საშუალება არ არის. ამიტომაც, უმჯობესი იქნება, მალამოს გამოყენების შესახებ რეკომენდაცია დერმატოლოგისგან მოისმინოთ.
რამდენად ხშირად უნდა წავისვათ ბეპანტენის კრემი ძლიერი სიმშრალის დროს?
რეკომენდებულია, კრემი გასუფთავებულ კანზე დღეში 2-3-ჯერ დაიტანოთ. მწვავე შემთხვევებში გამოყენების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს. ამას ექიმი წყვეტს. მთავარია, რომ ბეპანტენის კრემი თხელ ფენად წაისვათ, რათა კანის ზედაპირი დახშობა თავიდან აიცილოთ.
არის თუ არა უსაფრთხო ბეპანტენის კრემი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?
როგორც წესი, პრეპარატი ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის უსაფრთხოა. თუმცა, ექიმთან კონსულტაცია მაინც სასურველია. იგი დვრილების დასკდომის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება. ძუძუთი კვების წინ კრემის ნარჩენები ჰიგიენური საშუალებით ნაზად მოიშორეთ ან/და სუფთა წყლით მოიბანეთ.