Laboratoires Lierac აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან (INSERM) და უჯრედგარე მატრიქსის ბიოლოგიის საფრანგეთის საზოგადოებასთან (ყოფილი შემაერთებელი ქსოვილის ინსტიტუტი).
პროდუქციის სრული ასორტიმენტი იწარმოება საფრანგეთში, რაც ეფექტურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტიაა. LIFT Integral, HYDRAGENIST, Premium, PHYTOLASTIL, BODY SCULPT, Protocole, Diopti - ეს ის წამყვანი ხაზებია, რომლებიც ბრენდმა მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის საფუძველზე შექმნა.
დაბერების ნიშნები, ნაოჭები, აკნე, სტრიები, როზაცეა თუ კანის სიმშრალე - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც Lierac მრავალწლიანი გამოცდილებით უკვე რამდენიმე ათწლეულია, წარმატებით პასუხობს. რა პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს ლიერაკი? - შრატი, ანტიასაკობრივი საცხები, დასაბანი თუ დამატენიანებელი საშუალებები - ბრენდის დახლზე ყველა ტიპის კანის მომხმარებელი იპოვის მისთვის სასურველ პროდუქტს.