ფრანგული პრემიუმ ბრენდის, NUXE-ის (ნუქსი) ისტორია მისი დამფუძნებლის, ალიზ ჟაბესის ინსპირაციით დაიწყო, შეექმნა ნატურალური ექსტრაქტებით გამდიდრებული, ეფექტური და მაღალი ხარისხის კოსმეტიკა. ალიზი ბავშვობიდანვე იცნობდა ბოტანიკურ სამყაროს ფარმაცევტი მამის დახმარებით; მას ყოველთვის ხიბლავდა მცენარეთა ბუნებრივი ძალა და მათი გავლენა კანის ჯანმრთელობაზე.
ბრენდის შექმნის იდეა 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, რასაც პატარა პარიზულ ლაბორატორიაში საკულტო პროდუქტის, მულტიფუნქციური მშრალი ზეთის, Huile Prodigieuse®-ის შექმნა მოჰყვა. რით გამოირჩეოდა ნუქსი? - ზეთი 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან არის შემდგარი. ხოლო მისი ეფექტურობის, გამორჩეული სურნელისა და პრემიუმ ხარისხის წყალობით, დღემდე ყველაზე მოთხოვნად და საყვარელ პროდუქტად რჩება.
მას შემდეგ ბრენდმა სახის, თმისა და ტანის მოვლის მრავალი უნიკალური ხაზი შექმნა, მათ შორის: Nuxuriance Ultra, Merveillance Lift, Creme Fraiche და Prodigieux Boost. ნუქსი დამატენიანებელი საშუალებების ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელიცაა. გარდა ამისა, ნუქსი ნაოჭების საწინააღმდეგო შრატებს, მზისგან დამცავ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი ქმნის დეკორატიული კოსმეტიკის ინოვაციებსაც - BB კრემსა და ბრონზერს, სურნელოვან სპრეიებსა (Mist) და თავის მოვლის სხვა საშუალებებს.