TIRTIR — კორეული პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი, რომელმაც მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობა ინოვაციური კუშონებითა და “კანზე მზრუნველი“ მაკიაჟის კონცეფციით მოიპოვა. ბრენდი აერთიანებს დეკორატიული კოსმეტიკის ეფექტურობასა და კორეული კანის მოვლის ფილოსოფიის უნიკალურ მიდგომას, სადაც მაკიაჟი არა მხოლოდ ვიზუალური შედეგისთვის, არამედ კანის მოვლისთვისაც გამოიყენება.
TIRTIR-ის პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ კანს მიანიჭოს უნაკლო, ბუნებრივი და ჯანსაღი იერი, ამავდროულად უზრუნველყოს დატენიანება, კომფორტი და კანის ბარიერის დაცვა. სწორედ ამიტომ კორეული კოსმეტიკა დღეს მსოფლიოში დეკორატიული კოსმეტიკის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ითვლება — ის აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ ფორმულებს, აქტიურ ინგრედიენტებსა და კანის გამაჯანსაღებელ ეფექტს.
ბრენდის საკულტრო პროდუქტია კუშონი, რომელიც გახდა კორეული სილამაზის ინდუსტრიის ნამდვილი აღმოჩენად. კუშონი უზრუნველყოფს მაღალ დაფარვას, ხანგრძლივ მდგრადობასა და “glass skin” ეფექტს, რომელიც კორეული მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. მსუბუქი ტექსტურა იდეალურად ერწყმის კანს.