ფრანგული თმის მოვლის ექსპერტი ბრენდის, PHYTO PARIS-ის (ფიტო პარიზის) შექმნა ერთი ადამიანის - პატრიკ ალესის იდეებს უკავშირდება. სწორედ მის სახელს მიეწერება თმის მოვლისა და სტაილინგის სფეროში ისეთი გარდამტეხი მიღწევები, როგორიცაა ფენის გამოგონება 1964 წელს და 1967 წელს თმის მოვლის ინოვაციური მიმართულების, PHYTOTHERATHRIA-ს დაარსება. ეს ტერმინი ბერძნული სიტყვებისგან შედგება: Phyto - მცენარე, Thera - მოვლა და Tricos - თმა.
პატრიკ ალესი მუდმივად თანამშრომლობდა მეცნიერებთან, მისი მთავარი მიზანი კი მცენარეების აქტიური გამოყენება იყო. სწორედ ამ იდეოლოგიით შეიქმნა ის PHYTO-ს საკულტო პროდუქტები, რომლებმაც ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა:
• 1968 წ. PHYTO 7 - დღის კრემი მშრალი თმისთვის.
• 1969 წ. PHYTOPOLLEINE - დაბანამდე გამოსაყენებელი კონცენტრატი სკალპის გაჯანსაღებისთვის.
• 1974 წ. PHYTOPLAGE - თმის ზეთი მზისგან დასაცავად.
• 1979 წ. PHYTOLAQUE - თმის ლაქი აირის (მავნე გაზის) გარეშე.
• 1980 წ. PHYTOPHANERE - საკვები დანამატი თმისა და ფრჩხილებისთვის.
• 1992 წ. PHYTOCYANE - თმის ცვენის საწინააღმდეგო და გამაჯანსაღებელი საშუალება ქალებისთვის.
• 2004 წ. PHYTOCOLOR - თმის ფიტო საღებავი მცენარეული პიგმენტებით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ ფერს სკალპის გაღიზიანების გარეშე.