პროდუქტის შესახებ
ჰიპი ჰიპოალერგიული 2 კომბიოტიკი – პრობიოტიკითა და პრებიოტიკით – რძის მშრალი ნარევი – ჩვილ ბავშვთა ორგანული ხარისხის საკვები ხელოვნური და შერეული კვებისათვის 6 თვიდან.
ყურადღება: გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებისა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება. ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. არასწორმა მომზადებამ და მომზადებული ნარევის შენახვამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მაგ. არასასურველი ბაქტერიების ზრდის გამო. მოამზადეთ რძის ნარევი ჭამის წინ და აჭამეთ ბავშვს ახალი მომზადებული. არ გამოიყენოთ ბოთლში დარჩენილი საკვები მეორედ. ყოველი კვების შემდეგ კარგად გარეცხეთ ბოთლი, თავსახური და საწოვარა.
შენახვის წესი: გახსნილი პაკეტი, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად შეკარით და შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (25C გრადუსამდე). გახსნილი კოლოფი ვარგისია 3 კვირის განმავლობაში. ნუ გააცხელებთ რძეს მიკროტალღოვან ღუმელში. არ შეინახოთ თბილი რძე თერმოსში. ბავშვისთვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
მომზადების წესი:
1. ყოველი კვებისათვის აადუღეთ სასმელი წყალი და გააგრილეთ 40-50-მდე.
2. საჭირო წყლის რაოდენობის 2/3 ჩაასხით ბოთლში.
3. კოლოფში მოთავსებული საზომი კოვზით ამოიღეთ მშრალი ნარევი.
ზედმეტი რაოდენობა მოაცილეთ დანის გლუვი პირით, დაუმატეთ ჭურჭელში მომზადებულ წყალს.
4. დაახურეთ ბოთლს თავი, თავდაპირველად მსუბუქად, შემდეგ კი კარგად შეანჯღრიეთ.
5. დაუმატეთ ანადუღარი წყლის დარჩენილი რაოდენობა, კარგად შეანჯღრიეთ.
6. გააციეთ კვების ტემპერატურამდე (დაახლოებით 37), შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა ჭამის წინ
ინგრედიენტები: ლაქტოზა, მცენარეული ზეთები (პალმის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, რაპსის ზეთი), ჰიდროლიზირებული ხორბლის პროტეინი, გალაქტო-ოლიგოსაქარიდები ლაქტოზასგან, ორთოფოსფორის მჟავას კალციუმის მარილები, კალიუმის ქლორიდი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდების ემულგატორი ლიმონმჟავას ეთერები, თევზის ზეთი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კალციუმის კარბონატი, L-ფენილალანინი, L-ტიროზინი, მაგნიუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი. , L- ტრიპტოფანი, თუთიის სულფატი, L- ჰისტიდინი, რკინის სულფატი, კალიუმის იოდატი, ნიაცინი, პანტოტენის მჟავა, ბუნებრივი რძემჟავა კულტურა (Lიმოსილაცტობაცილლუს ფერმენტუმ ჰერედიტუმ), ვიტამინი E, სპილენძის სულფატი, ვიტამინი B2, ვიტამინი B1, ვიტამინი A, ვიტამინი B 6, მანგანუმის სულფატი, ფოლიუმი მჟავა, D-ბიოტინი, ვიტამინი K, ვიტამინი D, ვიტამინი B12
• არ შეიცავს GMO-ს
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
4633