CC BODY ერბორიანის პირველი CC კრემია სხეულისთვის. კრემი შეიცავს Centella Asiatica-ს, რომელიც უზრუნველყოფს კანის დამამშვიდებელ და გამაჯანსაღებელ მოქმედებას. კრემი შეიცავს კაფსულირებულ პიგმენტს, რომელიც იცვლის ფერს კანთან შეხებისას და ქმნის მსუბუქი რუჯის ეფექტს. გამოყენებისთანავე კანის ტონი ხდება უფრო ერთგვაროვანი, უმჯობესდება კანის ტენიანობის დონე და ტექსტურა. ჩამოიბანება წყლით და არ გადადის ტანსაცმელზე. ერბორიანის CC Body-ის ეფექტურობა კლინიკურად დადასტურებულია, 91%-მა განაცხადა, რომ პროდუქტი კანზე მარტივად ნაწილდება, მალევე შრება და 80%-ით ზრდის დატენიანებას.