ჩვენი ახალი Scult It წარბის ჩრდილი შექმნილია იმისთვის, რომ ადვილად შეავსოთ ცარიელი ადგილები და მიიღოთ თქვენთვის სასურველი წარბის ფორმა. მსუბუქი, ფუმფულა საშუალებას გაძლევთ მიანიჭოთ წარბებს ბუნებრივი იერი.ასევე თქვენ გაქვთ საშუალება იპოვოთ ზუსტად ის ფერი, რომელიც თქვენი წარბის ფერს შეესაბამება. ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით, ეს მდგრადი ფხვნილი შექმნილია იმისთვის, რომ წარბზე ფერი შეინარჩუნოს მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ჩვენი წარბის ჩრდილი სხვადასხვა ფერებშია ხელმისაწვდომი, ამიტომ აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაბამის ტონალობას. ჩვენი შეფუთვაც შეიცვალა. Scult It წარბის ჩრდილი სრულად გადამუშავებად ალუმინის კომპაქტურ შეფუთვაშია მოთავსებული. გადამუშავებამდე გთხოვთ ამოიღოთ ეტიკეტი.
- ხელმისაწვდომია ორმაგ ჩრდილში, ომბრე ტექნიკის მისაღწევად - დახვეწილი, ადვილად შესარევი პუდრი უფრო სავსე წარბებისთვის - კომფორტული, მსუბუქი - ტენიანობის მიმართ რეზისტენტული - დამზადებულია 90% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან - ვეგანური - განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მგრძნობიარე კანის ჩათვლით - დერმატოლოგიურად შემოწმებული
შეუთავსე ჩვენი Scult It წარბის პუდრი ჩვენს წარბების ორმხრივ ფუნჯს, რომელიც შესანიშნავად აყალიბებს წარბების ფორმას.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები:
1.დაივარცხნე წარბები წარბების ორმხრივი ფუნჯით. 2. მას შემდეგ რაც მოიწესრიგებ წარბებს ფუნჯით, გააუმჯობესე წარბების ფერი Scult It Brow Powder-ით. 3. ბუნებრივი ომბრე იერის მისაღწევად გამოიყენე უფრო ღია ფერი წარბის დასაწყისში, აწიეთ თაღისკენ და გამოიყენე მუქი ფერი. 4. წაისვი მსუბუქი შტრიხები ბუნებრივი შესახედაობისთვის ან უფრო მეტი თამამი წარბისთვის.