რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C; ოპტიმალური ფორმულა რკინის ეფექტური ათვისებისთვის.
რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C
ფევორა ცე-ს 1 ვეგანური კაფსულა შეიცავს: 28 მგ რკინის ბისგლიცინატს (ქელატს), C ვიტამინს 70მგ (ასკორბინის მჟავა)
რკინის ბისგლიცინატი არის მაღალბიოშეღწევადი, ქელატური ფორმის რკინა, რომელიც გამოიყენება რკინის დეფიციტის კორექციისა და რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის. მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4 ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. გამოიყენება ორსულობის დროს და დიეტური დანამატის სახით.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არის აუცილებელი საკვები ნივთიერება და ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და რკინის შეწოვას.
ჩვენება:
რეკომენდებულია რკინის დეფიციტის პრევენციისა და კორექციისთვის, მათ შორის:
რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში, რითაც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტსა და ქსოვილთა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
რკინის დღიური საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და კვებით სტატუსზე და განისაზღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.
პროფილაქტიკური დოზა: 1-2 კაფსულა დღეში.
მაღალი საჭიროების შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის რეკომენდაციით.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას