დემოლან ფორტე გელი 30მლ  #1

დემოლან ფორტე გელი 30მლ #1

უკრაინა

გოლდენ-ფარმი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური კომპონენტები: მეტრონიდაზოლი, ორგანული გოგირდი, ვერცხლის ციტრატი, პანთენოლი, ოროვანდის ექსტრაქტი, თუთის ექსტრაქტი, PEG-40  ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, მორუს ნიგრას ექსტრაქტი ალფა ხილის ექსტრექტი.

ჩვენება: აკნე, დემოდეკოზი, როზაცეა, პერიორალური დერმატიტი, ვულგარული აკნე, ქრონიკული ბელფაროკონიუქტივიტი, აბსცესი თვალზე.

მოქმედება: აკარიოციდული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, აღმდგენი თვისებების მქონე, ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზს-აჩერებს პარაზიტული ტკიპას Demodex follikulorum და აკნეს გამომწვევი Propionibacterium acnes უკონტროლო გამრავლებას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი მოქმედება. უზრუნველყოფს ქუთუთოების კიდეებზე არსებული ეროზიების მოშორებას დემოდეკოზური ბლეფარიტების დროს, ხელს უშლის სახეზე და სხეულის სხვა უბნებზე ახალი გამონაყარის წარმოქმნას. ამცირებს კერატოზს ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების და ანთებითი ელემენტების გარშემო, მათი მოცილების გამარტივების გზით ახდენს ანტიკომედონურ მოქმედებას. აქვს ბაქტერიოსტატიკური და მატონიზირებელი თვისება. უზრუნველყოფს კანის განახლებას სახეზე და ქუთუთოებზე, აშორებს ქავილის შეგრძნებას და შეშუპებას, ხსნის დისკომფორტის და დაღლილობის შეგრძნებას. სწრაფად ალაგებს დაავადების სიმპტომებს.

გამოყენების წესი: მცირე რაოდენობის დემოლან ფორტეს გელი მასაჟის მაგვარი მოძრაობით წაისვით სახეზე, ქუთუთოებზე, ყურის და ცხვირის ნიჟარების შესასვლელებთან და სხვა დაავადებულ ადგილებში, მოერიდეთ გელის თვალში მოხვედრას. მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში თვალის ირგვლივ გელის ნარჩენები 30 წუთის შემდგომ მოიშორეთ ლოსიონში დასველებული ბამბის დისკით ან ხელსახოცით. გელი გამოიყენება დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, მინიმუმ 45 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა ლოსიონის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ყურადღება! მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის, თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ წყლით.

შენახვის წესი: შეინახეთ მწარმოებლის შფუთვაში, +5-დან +25?-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში 24 თვე.

ვარგისიანობის ვადა და სერიის ნომერი მითითებულია ფლაკონზე.

დამზადების თარიღი: მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე 24 თვით ადრე.

გამოყენების ვადა: 24 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გოლდენ-ფარმი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+ვერცხლი+ორგანული გოგირდი+ოროვანდა
ფორმა
გელი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი