პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა (1გ კრემზე): მოქმედი ნივთიერებები: ლიდოკაინი 25,0მგ, პრილოკაინი 25,0მგ; დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის გლიცერილჰიდროქსისტეარატი (არლატონ 289) 19,0მგ, კარბომერი 974P (კარბოქსიპოლიმეთილენი) 10,0მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 5,2pH-ის მისაყვანად 8,7-9,7-მდე, წყალი გაწმენდილი 1,0გ-მდე.
ჩვენება: მოზრდილებში: კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ეპილაციების ჩათვლით. ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ზედაპირული ანესთეზია ქირურგიული დამუშავების (მექანიკური გაწმენდის) დროს, მაგალითად, ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების მოსაშორებლად; სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებამდე და ადგილობრივი ანესთეტიკების ინიექციამდე გასაყუჩებლად.
ბავშვებში: კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს (მათ შორის კონტაგიოზური მოლუსკის მოშორების დროს).
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი ანესტეთიკებისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი; დღენაკლული ახალშობილები, დაბადებული ორსულობის 37 კვირაზე ადრე; ახალშობილები-3კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
ორსულობა და ლაქტაცია: არასაკმარისია მონაცემები ემლას კრემის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ლიდოკაინი და პრილოკაინი აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და შეიძლება აბსორბცირდეს ნაყოფის ქსოვილებში. არ არის შეტყობინებები რეპროდუქციული პროცესის რაიმე სპეციფიური დარღვევების შესახებ, როგორიცაა მალფორმაციების სიხშირე ან ნაყოფზე სხვა პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედება.
ლიდოკაინი და პრილოკაინი ექსკრეტირდებიან დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლებიც არ წარმოადგენს რისკს ბავშვისათვის პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას.
შენახვის წესი: ინახება 30C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
1252
ბრენდი
რეციფარმა კარლსკოგა
ჯენერიკი
ლიდოკაინი+პრილოკაინი