პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სიროფის 5მლ-ს შეიცავს: ბარდისგან მიღებული ცილები-120მგ; ფუტკრის რძე (როიალ ჟელე)-60მგ; ყვავილის მტვერი-60მგ; L-კარნიტინი-30მგ; რკინა-3,6მგ; ვიტამინი B3-4,8მგ; ვიტამინი B5-1,8მგ; ვიტამინი B6-0,42მგ; ვიტამინი B2-0,42მგ. ვიტამინი B1-0,33მგ. თუთია-3,3მგ.
ჩვენებები: გამოიყენება როგორც საპროფილაქტიკო საშუალება: უმადობისა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს; სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს; ზრდაში ჩამორჩენა-არასაკმარისი ფიზიკური განვითარება; გადატანილი დაავადებების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში; ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაცივების მიმართ; კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან.
უკუჩვენება: 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: 1-3 წლამდე ბავშვებში 1ჩ.კ. (5მლ) საუზმის შემდეგ. 3 წლის ზემოთ ბავშვებში 1-2ჩ.კ. (5-10მლ) დღეში ერთხელ, საუზმის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი, მარწყვის არომატით.
შენახვის წესები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ვალუმედ ფარმა ს.რ.ლ. (ValueMED pharma S.r.l.), იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
3591
ჯენერიკი
ცილები+ფუტკრის რძე+ყვავილის მტვერი+კარნიტინი+თუთია+რკინა+ვიტ ბ-1+ბ-2+ბ-3+ბ-5+ბ-6