აპივაგინალი სანთელი ვაგინალური #5

აპივაგინალი სანთელი ვაგინალური #5

პოლონეთი

ფარმინა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
ერთი ოვულა შეიცავს: 13 მგ ჰიალურონის მჟავას - ნატრიუმის ჰიალურონატის სახით
65 მგ პროპოლისს - სპირტოვანი ექსტრაქტის სახით.

გამოყენების სფერო:
ვაგინალური სიმშრალე გამოწვეული: ესტროგენის უკმარისობით კლიმაქტერული პერიოდი, ჰორმონოთერაპია კონტრაცეპტივების გამოყენება;
ატროფიული ვაგინიტი;
მშობიარობის, გინეკოლოგიური ან ქირურგიული პროცედურების ჩატარების შემდგომ ლორწოვანი გარსის დაზიანებები (კონიზაცია, ამპუტაცია, კრიოთერაპია, ელექტროკოაგულაცია, კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია, პერინეოპლასტიკა, საშოს კედლების პლასტიკა);
საშვილოსნოს ყელის ეროზია და წყლული;
სხივური და ქიმიოთერაპიის შედეგად საშოს ლორწოვანი გარსის ატროფია;
სპეციფიკური და არასპეციფიკური ვაგინიტის კომპლექსური თერაპია;
მტკივნეული სქესობრივი აქტი (დისპანეურია).

გამოყენების წესი
აპივაგინალი გამოიყენება ყოველდღე საღმოს დაწოლის წინ, ოვულა საშოში თავსდება ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ოდნავ აწეული თეძოებით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გაფრთხილებები
მკურნალობის დროს არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი. მკურნალობის კურსი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ შეწყდეს მენსტრუაციის გამო.

ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა აპივაგინალის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაავადება გაუარესდება, ან ვულვის მიდამოში გაჩნდება ეგზემა, შეშუპება ან სხვა ადრე არარსებული სიმპტომები, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
თუ სიმპტომები გაუმჯობესდა პრეპარატის გამოყენებისას და 5 დღის შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პრეპარატის ახალი კურსის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალურ საშუალებებთან ერთად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თეთრეულის შესაძლო შეღებვის თავიდან ასაცილებლად და ჰიგიენის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია ტრუსის ყოველდღიური საფენების გამოყენება მკურნალობის დროს.
არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმინა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ჰიალურონის მჟავა+პროპოლისი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი