ეპიგენი ინტიმ გელი 250მლ ფლაკონი #1

ეპიგენი ინტიმ გელი 250მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

ხემინოვა ინტერნაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): glycyrrhizic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები

ჩვენებები
1. ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების საშიშროებას;
2. ინფექციური გენეზისის ორსულობის შეწყვეტას;
3. ამცირებს ნაყოფის და ჩვილის ვირუსული განვითარების რისკს;
4. ხსნის სასქესო ორგანოების ანთებით და ალერგიულ პროცესებს.

პროფილაქტიკა
ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექციების მიმართ ახდენს რეგენერაციულ მოქმედებას საშოს ლორწოვან გარსზე

ინტიმური ჰიგიენა
1. ხელსუწყობს ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას;
2. ასუფთავებს კანს;
3. ხელსუწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნებას;
4. ხსნის დისკომფორტს (გაღიზიანებას, შეწითლებას) ეპილაციის, ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენების შემდეგ, სინთეთიკური საცვლებისა და სტრინგების გამოყენების შემთხვევაში;
5. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებისათვის (განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში და ორსულობისას); სპორტის შემდეგ, საცურაო აუზში, ან ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობის შემთხვევაში; ინტიმურ სიახლოვემდე და მის შემდეგ.
გელის ყოველდღიური გამოყენება ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად რეკომენდირებულია ექიმ-გინეკოლოგების მიერ

მიღების წესები და დოზები
მოათავსეთ ეპიგენ გელის მცირე რაოდენობა სხეულის ინტიმურ ნაწილებზე, ააქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ. პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდირებულია ეპიგენ ინტიმ გელის რეგულარული (ყოველდღიური) გამოყენება. გელის რბილი და ნატურალური ფორმულა საშუსალებას იძლევა გამოიყენოთ იგი დღეში რამდენჯერმე. კრიტიკულ დღეებში შესაძლებელია გელის ხშირი გამოყენება - 4-5-ჯერ დღეში.
ასევე შესაძლებელია გელის გამოყენება ჰიგიენური პროცედურებისათვის მამაკაცებში!

ინტიმური ჰიგიენური პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს დელიკატურად და გარკვეული წესების დაცვით:
1. გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის მხოლოდ სპეციალური საშუალებები, მოერიდეთ ჩვეულებრივი ტუტეს საპონს;
2. თბილი წყლით, კარგად დაბანილი ხელებით, არაუმცირეს დღეში 2-ჯერ, მოძრაობებით ბოქვენიდან ყითის მიმართულებით (რათა თავი აარიდოთ ინფექციის მოხვედრას სწორი ნაწლავიდან), ღრუბლის გარეშე!
3. გელით შეიძლება დაიბანოთ მხოლოდ კანი საშოს გარშემო;
4. პირსახოცი უნდა იყოს ინდივიდუალური, სუფთა, რბილი;
5. მენსტრუაციის დროს არ უნდა მიიღოთ აბაზანა, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, არ ისარგებლოთ აუზით, ან სხვა წყალსაცავებით;
6. მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ სქესობრივ კონტაქტებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტიმურ ჰიგიენას;
7. საფენები გამოიცვალეთ არაუმცირეს 4-5-ჯერ დღეში, ტამპონი არ დაიტოვოთ საშოში 4 საათზე ხანგრძლივი პერიოდით.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+15-დან +30C გრადუსამდე) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ხემინოვა ინტერნაციონალი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
გლიცირიზინის მჟავა
ფორმა
გელი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
250მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი