კუმლაუდე - CLX ოვულა განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ორსულებისა და მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. გამოიყენება ვაგინალური ანთების მკურნალობისა და პრევენციისთვის, აქვს დამამშვიდებელი და დამცავი მოქმედება, არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სურნელოვან დანამატებს.
კუმლაუდე CLX ვაგინალური
გამოიყენება ვაგინალური ანთებითი პროცესების მკურნალობისა და პრევენციისთვის. გააჩნია დამცავი და დამამშვიდებელი მოქმედება.
არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სურნელოვან დანამატებს.
გამოყენება: მოათავსეთ ოვულა ღრმად საშოში, უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში. გამოიყენეთ 1-2 ოვულა დღეში 5-10 დღის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს წყლით ჩამობანვა.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ, გრილ (30° ტემპერატურამდე) და სინათლისგან დაცულ ადგილას.