პროდუქტის შესახებ
ნიტროქსოლინი
(NITROXOLINUM)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ნიტროქსოლინი; 5-ნიტრო-8-ჰიდროქსიქინოლინი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს 0,05გ ნიტროქსოლინს
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, დაბალმოლეკულური სამედიცინო პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტეტრაზინი, პონსო 4R, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი.
ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება 8-ოქსიქინოლინის წარმოებული.
გამოყნების ჩვენება: ნიტროქსოლინს იყენებენ მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თირკმელების და შარდსასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი და სხვა), აგრეთვე თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება: ნიტროქსოლინი შიგნით მისაღებად ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ. მოზრდილთათვის პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,4გ-ს (0,1გ 4-ჯერ დღეში). მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 0,6-0,8გ-მდე. უმაღლესი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,8გ-ს. მკურნალობის კურსი-2-3 კვირა.
ნიტროქსოლინის საშუალო სადღეღამისო დოზა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 0,2გ-ს, ხოლო 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში-0,2-0,4გ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-2-3 კვირა.
საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს შესაძლებელია ნიტროქსოლინის განმეორებითი კურსებით დანიშვნა 2 კვირის განმავლობაში ორკვირიანი ინტერვალით. თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0,1გ ნიტროქსოლინი 4-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, იშვიათად-ალერგიული ეკზანთემები. ცალკეულ შემთხვევებში-პარესთეზიები, პოლინეიროპათია. თირკმელების უკმარისობის დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე შესაძლებელ კუმულაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მინიმალურ დოზებში წყვეტილი კურსებით დანიშვნა.
წინააღმდეგჩვენება: 8-ოქსიქინოლინის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატის გამოყენება პერიფერიული ნერვული სისტემის და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ნიტროქსოლინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების კომბინაციისას ადგილი აქვს თვითოეული პრეპარატის მოქმედების ეფექტების გაძლიერებას, ნისტატინთან და ლევორინთან-მოქმედებების პოტენცირებას.
ნიტროქსოლინის კომბინაცია ნიტროფურანებთან უარყოფითი ნეიროტროპული ეფექტის სუმაციის თავიდან აცილების მიზნით ნებადართული არ არის.
ჭარბი დოზირება: ნიტროქსოლინის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური პერიფერიული ნევრიტების, მიელოპათიების განვითარება, თვალის ნერვის დაზიანება. შესაძლებელი კუმულაციის ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, რომლებიც ძირითადად პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე გაივლის.
გამოყენების თავისებურებანი ნიტროქსოლინით მკურნალობის დროს შესაძლებელია შარდის ჟანგისფერ-ყვითლად შეფერვა.
შენახვის პირობები და ვადა: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
28151