საერთაშორისო დასახელება - Vaccinium macroc.+Solidago+Echinacea შემადგენლობა უროსანის თითოეული კაფსულა შეიცავს: შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი (Vაცცინიუმ მაცროცარპონ) 300 მგ; ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტი (შოლიდაგო ვირგაურეა) 40 მგ; ექინაცეის ბალახის ექსტრაქტი (Eცჰინაცეა პურპურეა) 25 მგ; დათვის კენკრას ნაყოფის ექსტრაქტი (Aრცტოსტაპჰყლოს უვა-ურსი) 25 მგ;
უროსანი - არის მცენარეული ექსტრაქტების დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციონირებას, პროფილაქტიკურად მოქმედებს შარდის ბუშტის ანთების დროს და ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადი იმუნურ სისტემის შენარჩუნებას.
ჩვენებები: გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის შარდის ბუშტის ანთების, პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით. შარდის ბუშტის ანთება – ეს არის უსიამოვნო და დამღლელი მდგომარეობა. ის გამოიხატება მოშარდვის მუდმივი სურვილით, მაშინაც, როცა შარდის ბუშტი ცარიელია. ამ დროს შარდვა მტკივნეულია, შარდში შესაძლებელია გაჩნდეს სისხლი, ამას ასევე შესაძლებელია თან დაერთოს მუცლის ტკივილი. შარდის ბუშტის ანთების რისკი იზრდება გადაღლის, ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანების, იმუნიტეტის და ბაქტერიების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის დასუსტების შედეგად. ანთება უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, რადგან, ანატომიურად მათ აქვთ უფრო მოკლე ურეთრა, შედეგად, ანთება შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში. სიმპტომები რომლებიც ახლავს თან შარდის ბუშტის ინფექციებს: • ტკივილი და წვა შარდვის დროს • ხშირი შარდვა • ცხელება • მუქი შარდი • გულისრევა ან ღებინება მძიმე შემთხვევებში • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში • სისხლი შარდში • შარდის უსიამოვნო სუნი
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, ჭიქა წყლის დაყოლებით.