პროდუქტის შესახებ
დასახელება - კრაზანას მცენარეული ნედლეული
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კუჭ-ნაწლავის ანთების, წყლულოვანი დაავადების, ნაღვლის და შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს და სხვა.
მიღების წესი: ღებულობენ 100-100 გრ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კრაზანას ბალახის სხვა პრეპარატებთან (ციკლოსპორინები, ვარფარინი, სტეროიდული პრეპარატები, ანტივირუსული საშუალებები, პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობის ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას ამცირებს მათ ეფექტურობას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
31152