გენფერონი სანთელი 1000000სე #10

გენფერონი სანთელი 1000000სე #10

რუსეთის ფედერაცია

ბიოკადი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 სუპოზიტორია დოზით 55მგ+1 000 000სე+10მგ შესაბამისად შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ალფა-2ბ ადამიანის რეკომბინირებული ინტერფერონი 1 000 000სე, ტაურინი-0,01გ, ბენზოკაინი- 0.055გ. დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი, საკმარისი რაოდენობით 1.65გ სუპოზიტორის მისაღებად, დექსტრანი 60 000-0,0015გ, მაკროგოლი 1500-0.1240გ, პოლისორბატი 80-0.0330გ, ემულგატორი T2-0.1320გ, ნატრიუმის ჰიდროციტრატი-0,0001გ, ლიმონმჟავა-0,0015გ, გასუფთავებული წყალი-0,0660გ.

ჩვენებები: როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი უროგენიტალური ტრაქტის ინფექციური-ანთებითი დაავადებების დროს მოზრდილებში: გენიტალური ჰერპესი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, გარდნერელოზი, ტრიქომონოზი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიციტი, ვულვოვაგინიტი, ბართოლინიტი, ადნექსიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ბალანიტი, ბალანოპოსტიტი. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში მწვავე ბრონქიტის დროს. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში ბაქტერიული ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ცისტიტის დროს. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ქრონიკული ენდომეტრიოზის დროს მოზრდილებში.

უკუჩვენებები: ინტერფერონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

მიღების წესი და დოზირება: უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ქალებში: 1 სუპოზიტორია (1 000 000სე დაავადების სირთულიდან გამომდინარე) ვაგინურად ან რექტალურად (დაავადების ტიპიდან გამომდინარე), დღეში 2-ჯერ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში კვირაში 3-ჯერ 1 სუპოზიტორია დღეგამოშვებით, 1-3 თვის განმავლობაში. საშოს გამოხატული ინფექციურ-ანთებითი პროცესის დროს შესაძლებელია 1 სუპოზიტორიის 500 000 სე ინტრავაგინურად შეყვანა დილით და 1 სუპოზიტორიის 1000 000 სე-რექტალურად საღამოს, ამავდროულად კეთდება ისეთი სუპოზიტორია, რომელიც შეიცავს ანტიბაქტერიულ-ფუნგიციდურ საშუალებებს. ორსულობის 13-40 კვირაში მყოფ ქალებში უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს ადგილობრივი იმუნიტეტის მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის მიიღება 1 სუპოზიტორია 250 000 სე ვაგინალურად 2-ჯერ ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.

უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები მამაკაცებში: 1 სუპოზიტორია (500 000სე ან 1000 000სე დაავადების სირთულიდან გამომდინარე) რექტალურად დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში.

როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში მწვავე ბრონქიტის დროს: 1 სუპოზიტორია (100 0000სე) რექტალურად 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი ნაჩვენებია ორსულობის 13-40 კვირაში მყოფ ქალებში, როგორც კომპლექსური თერაპიის შემდგენელი ნაწილი გენიტალური ჰერპესის, ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის, ციტომეგალოვირუსული ინფექციის, პაპილომავირუსული ინფექციის, ბაქტერიული ვაგინოზის (ქავილის არსებობისას) მკურნალობისას, უროგენიტალური ტრაქტის ქვედა არეში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნების დროს ადგილობრივი იმუნიტეტის მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გენფერონი 250 000სე ინტრავაგინური გამოყენების უსაფრთხოება 13-40 კვირის ორსულებში. პრეპარატის მიღება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის შესწავლილი.შენახვის პირობები და ტრანსპორტირება: ინახება 2C-8C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: სუპოზიტორიები 55მგ+1000 000სე+10მგ.

5 სუპოზიტორია ალუმინის ფოლგის ან პოლივინილქლორიდის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წამლის ფორმა: ვაგინალური და რექტალური სუპოზიტორიები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოკადი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ინტერფერონ ალფა-2b+ტაურინი
დოზა
1000000სე
ფორმა
სანთელი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი