/images/logo_ka.svg
ადვენზა კაფსულა #30

ადვენზა კაფსულა #30

ინდოეთი

ლაიფქეა ფორმულაშენს

ადვენზა არის ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო იმუნომოდულატორი ფიბრინოლიზური და თრომბოლიზური აქტივობით.

პროდუქტის შესახებ

ადვენზა კაფსულა

შემადგენლობა:

  • ბრომელაინი 45მგ
  • პაპაინი 100მგ
  • სერატიოპეპტიდაზა 15მგ
  • ქიმოტრიფსინი 2მგ


​უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე;

  • შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ოთხი ძლიერმოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
  • აინჰიბირებს ანთების მედიატორების პროსტაგლანდინების,ინტერლეიკინების და სხვათა გამონთავისუფლებას.

ჩვენება:

  • ანთებითი შეშუპების დაშლა, ჰემატომა;
  • ტრავმა, უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული;
  • საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია;
  • მოტეხილობები, კუნთის დაზიანება, მყესების დაზიანება;
  • დისკის ინტრავერტებრალური თიაქარი (იშიაზი);
  • ნეკროზული დაზიანების შემცირება;
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას ანტიბიოტიკების პენეტრაციის გაძლიერება.


ანგიოლოგია: თრომბოფლებიტი,ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული ობლ-ტერაცია, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა,ლიმფური შეშუპება.

უროლოგია: ცისტიტი,ცისტოპიელიტი,სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვარიკოზი.

გინეკოლოგია: უროგენიტალური გზების ქრ. ინფექციები, ადნექსიტი, ჰისტოზი, მასტოპათია, ჰორმონალური მკურნალობების დროს გამოვლენილი არასასურველი გვერდითი გამოვლინებების შემცირება და გაქრობა.

კარდიოლოგია: დაძაბულობის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით).

პულმონოლოგია: სინუსიტი,ბრონქიტი, პნევმონია.

გასტროენტეროლოგია: პანკრეატიტი, ჰეპატიტი. ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი.

ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი.

რევმატოლოგია: შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიოართრიტი, ოსტეოართრიტი.

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი, აკნე.

ქირურგია: ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთება, თრომბოზი, შეშუპება), პოსტრავმული და ლიმფური შეშუპებების მკურნალობა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ რომ არ ჩამიყალიბდეს უხეში ნაწიბური და შეხორცებითი პროცესი ადვილად წარიმართოს. შეუხორცებელი ჭრილობები, ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება.

ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტოციები, ქრონიკული პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, ტრავმები.

ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი, ოსტეოქონდროზი.

პედიატრია: ატოპიური დერმატიტი, სასუნთქი გზების ინფექციური და ანთებითი დაავადებები. იუვენილური რევმატოიდული ართრიტი.

ოფთალმოლოგია: უვეიტი, ირიდოციკლიტი, ჰემოფთალმი, რეტინოპათია,ს/ს ოპერაციების შემდგომი პერიოდი.

დოზირება:

​1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაიფქეა ფორმულაშენს
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ბრომელაინი+პაპაინი+სერატიოპეპტიდაზა+ქიმოტრიფსინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ადვენზა კაფსულა #30