სასიამოვნოდ აგრილებს და შველის მტკივნეულ, გადახურებულ და შეშუპებულ სახსრებს.
რა არის CANNASEN® ტკივილის & ართრიტის გელი?
CANNASEN® ტკივილის & ართრიტის გელი ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალებაა, რომელიც გვეხმარება სახსრების ტკივილის და შეშუპების შემცირებაში. გელს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, რომელიც ამცირებს სახსრებში ,,სიმხურვალის“ ან სითბოს შეგრძნებას და ტკივილს.
როგორ მოქმედებს CANNASEN® ტკივილის & ართრიტის გელი?
გელის კანზე დატანისას ალკოჰოლის/წყლის ნარევი სწრაფად ორთქლდება, რაც იწვევს გაგრილების შეგრძნებას და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
გამოყენების მიზანი: სახსრების ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად.
გამოყენების უპირატესობები: ტკივილის მოხსნა, შეშუპების შემცირება, გამაგრილებელი ეფექტი.
გამოყენების არეალი: წაისვით გარედან მტკივნეულ ადგილებზე, მაგალითად თითებზე, მაჯებზე, იდაყვებზე, მხრებზე, კისერზე, ზურგზე, მუხლებზე ან კოჭებზე.
რეკომენდებული დოზა: წაისვით 0.25 გ, 1 ბარდის მარცვლის ზომის გელი ხელებზე, მაჯებზე ან იდაყვებზე, ან 0.5 გ, 2 ბარდის მარცვლის ზომის გელი, ფეხზე, კოჭზე ან მუხლზე. გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა: გელის გამოყენება შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე. პროდუქტი განკუთვნილია დროებითი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ალკოჰოლი/წყლის ნარევი
სხვა ინგრედიენტები: მენთოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, კანაბიდიოლი(CBD), აკრილატის კროსპოლიმერი, იზოპროპილ მირისტატი, კამფორი, ფიტინის მჟავა.
კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე.
სიფრთხილის ზომები:
● მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან ან ცხვირის ლორწოვან გარსთან. არ მიიღოთ გელი პერორალურად.
● შეინახეთ პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მუწვდომელ ადგილას.
● არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
● ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
● არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი დაზიანებულ კანზე.
● დაიბანეთ ხელები გამოყენების შემდეგ.
● მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედებები:
გთხოვთ, არ გამოიყენოთ გელი კანის ზედაპირზე სხვა ადგილობრივ პროდუქტებთან ერთად. წამალთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მედიკამენტები ორი საათის ინტერვალით ან მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
- შეინახეთ მშრალ (10°C-დან 25°C-მდე), მზისგან დაცულ ადგილას.
- გელის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოქმედების ვადის გასვლამდე. გახსნის შემდეგ ვარგისია 90 დღის განმავლობაში, შემდეგ გადააგდეთ.
- ფერის მცირე ცვლილებები გავლენას არ ახდენს პროდუქტის ეფექტურობაზე.
- პროდუქტის გადაგდება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ინციდენტის შეტყობინება:
თუ ეს პროდუქტი დაკავშირებულია სერიოზულ ინციდენტთან (პაციენტის, მომხმარებლის ან სხვა პირის გარდაცვალება; პაციენტის, მომხმარებლის ან სხვა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებითი ან ქრონიკული გაუარესება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შექმნილი სერიოზული რისკი), ეს ინციდენტი უნდა ეცნობოს მწარმოებელს და სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებს.
მწარმოებელი
CANNORDIC A/S
Indiakaj 10
2100 კოპენჰაგენი
დანია
დისტრიბუტორი
შპს ,,ჰიპოკრატე”
ვაჟა-ფშაველას გამზ. 5
0160 თბილისი
საქართველო