პროენზი გელი 100მლ ტუბი #1

პროენზი გელი 100მლ ტუბი #1

ჩეხეთის რესპუბლიკა

ვალმარკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
გლუკოზამინის სულფატი, მსმ (მეთილსულფონილმეთანი), ბოსველიის ექსტრაქტი, მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, კარბომერი, სალიცილატი, სკიპიდარი, ჰექტორიტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
პროენზი გელი–კომბინირებული სწრაფად შეწოვადი გელი. წარმოდგენილია სამი უნიკალური აქტიური ნივთიერების კომბინაციით. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ეხმარება კუნთების მოდუნებაში და ვარჯიშის უკეთ ატანას. გელის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ძლიერდება ფიზიო პროცედურების გამოყენების დროს.
ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება), ტრავმები, მიალგია, ლუმბაგო, იშიაზი, ბურსიტი. გამახურებელი მასაჟი სპორტული დატვირთვის წინ.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე.

გვერდითი ეფექტები
უმნიშვნელო ალერგიული რექციები, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე

დოზირება
ადგილობრივად დაიტანება მტკივნეულ ადგილებზე და მსუბუქად შეიზილება მასაჟის სახით 1-2 ჯერ დღეში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25* С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალმარკი
ქვეყანა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯენერიკი
გლუკოზამინი+მსმ+ბოსველიის ექსტრაქტი
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი