/images/logo_ka.svg
5-ეიჩტიპი პლიუსი კაფსულა #60

5-ეიჩტიპი პლიუსი კაფსულა #60

ბულგარეთი

ფორტექსი

გამოიყენება გუნება-განწყობის გაუმჯობესების, დამშვიდების, განტვირთვის დროს.

პროდუქტის შესახებ

5-ეიჩტიპი პლიუსი

შემადგენლობა:

  • ​5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, Griffonia simplicifolia-ს ექსტრაქტი - 200 მგ
  • ტაურინი - 100 მგ
  • გლიცინი - 50 მგ
  • ინოზიტოლი - 50 მგ
  • ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) - 20 მგ ნიაცინის ექვივალენტი
  • ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) - 8 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.


ჩვენება:

  • ​აუმჯობესებს გუნება-განწყობას
  • ხელს უწყობს დამშვიდებასა და განტვირთვას

ადამიანის ორგანიზმი 5-HTP-ს იყენებს სეროტონინის სინთეზისთვის - ქიმიური მესინჯერი, რომელიც უხრუნველყოფს ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის გადაცემას. 5-HTP დადებით ეფექტებს ავლენს დეპრესიის, შფოთვისა და წონის მატებისას. 5-HTP მონაწილეობს მელატონინის სინთეზში და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ტაურინი - მოქმედებს თავის ტვინის იგივე რეცეპტორებზე, რომლებზეც მოქმედებს გლიცინი და გამა ამინობუტირის მჟავა, რითაც უზრუნველყოფს რელაქსაციას.

ინოზიტოლი - ხელს უწყობს დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქიური აშლილობების გამოვლინების შემცირებას „ბედნიერების“ ჰორმონების - სეროტონინისა და დოფამინის სინთეზის გაზრდით.

გლიცინი - ნეიროტრანსმიტერი როგორც ამგზნები, ისე შემაკავებელი მოქმედებით -იწვევს როგორც ტვინის სტიმულაცია და ნერვული სისტემის აქტივობის ზრდა, ისე -მის დამშვიდებას. აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, მადასა და საჭმლის მონელებას, იმუნურ სისტემის ფუნქციებს, ტკივილის რეცეპტორების მუშაობასა და ძილს.

ვიტამინი C- ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

B-ვიტამინები - ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და არეგულირებენ გუნება-განწყობასა და ენერგიას. ხელს უწყობენ მელატონინისა და სეროტონინის სინთეზს, აუცილებელი კომპონენტებია ძილისა და გუნება-განწყობის ფორმირებაში. აუმჯობესებენ ტვინის მეტაბოლიზმს და განაპირობებენ ნეიროტრანსმიტერების ბალანსს თავის ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.


უკუჩვენებები:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


დოზირება:

​თითო კაფსულა დღეში.
საკვები დანამატი. არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ნაცვლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზს.


შენახვა:

​შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფორტექსი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
5-ჰიდროქსიტრიპტოფანი+ტაურინი+გლიცინი+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-3+ვიტ ც
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | 5-ეიჩტიპი პლიუსი კაფსულა #60