ბეტამაქსი ტაბლეტი  50მგ #30

ბეტამაქსი ტაბლეტი 50მგ #30

ლატვია

გრინდეკსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება. სულპირიდი (სულპირიდუმ).
ქიმიური რაციონალური დასახელება. N-(1-ეთილ-2-პიროლიდინილმეთილ)-2-მეთოქსი-5-სულფამოილბენზამიდი (სულპირიდი).ჩვენება გამოყენებისათვის.
პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მონოთერაპიის სახით ან სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
• მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიისას;
• მწვავე დელირიოზული მდგომარეობებისას;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიებისას;
• ნევროზებისას;
• სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევებისას [ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის, ვესტიბულური ნევრიტის, მენიერის დაავადების, ქალა-ტვინის ტრავმის, შუა ყურის ანთების (ოტიტის) დროს];
• დამხმარე თერაპიაში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს და გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომის დროს.

უკუჩვენებები
• მწვავე მოწამლვა ალკოჰოლით, საძილე საშუალებებით, ანალგეზიური საშუალებებით;
• სულპირიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია);
• ჰიპერტონული დაავადება მე-2-3 სტადიაში;
• ფეოქრომოციტომა;
• ეპილეფსია;
• ჰიპერპროლაქტინემია;
• პაციენტები აფექტისა და აგრესიის მდგომარეობაში, რომლებთანაც არსებობს სიმპტომების პროვოკაციის საფრთხე;
• ძუძუთი კვების პერიოდი;
• ბავშვები 14 წლამდე ასაკში.

სულპირიდის გამოყენების შედარებითი უკუჩვენებები
ორსულობა.
არ არის რეკომენდირებული სულპირიდის დანიშვნა ორსულებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმი, შეაფასებს რა ორსულისა და ნაყოფისათვის სარგებლობისა და რისკის ურთიერთშეფარდებას, მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება.გამოყენების ხერხი და დოზები.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში (16 საათის შემდეგ) სიფხიზლის დონის მომატებასთან დაკავშირებით.
დანიშვნისათვის რეკომენდირებული მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 1600 მგ სულპირიდინს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრინდეკსი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
სულპირიდი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი