ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტი. გამოყენების ჩვენებები
- დეპრესია;
- დიაბეტური ნეიროპათიის ტკივილით მიმდინარე ფორმა;
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
- ფიბრომიალგიები;
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის ქრონიკული ტკივილის სინდრომი. დეპრესია: საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დოზის გაზრდა 60 მგ-დან 1-ჯერ დღე-ღამეში მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში ორ მიღებად. პრეპარატის 120 მგ-ზე მეტი დოზით მიღების სისტემატური შეფასება არ ჩატარებულა. თერაპიული შედეგი როგორც წესი შეინიშნება 2-4 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამოდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში არასაკმარისად კარგი შედეგით დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც შეესაბამება ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზას პაციენტთა უმრავლესობაში. თუ დოზა 60 მგ არასაკმარისია კარგი შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლებელია დოზის გაზრდა 90 მგ და 120 მგ-მდე, მაგრამ მომატების შეფასება უნდა მოხდეს კლინიკურ რეაქციასა და პრეპარატის ამტანობაზე დაყრდნობით.
თერაპიული შედეგის მიღწევის შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამოდენიმე თვის განმავლობაში.
დიაბეტური ნეიროპათიის ტკივილით მიმდინარე ფორმა: საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღე-ღამეში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოგიერთ პაციენტში კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დოზის გაზრდა 60 მგ-დან 1-ჯერ დღე-ღამეში მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში ორ მიღებად. საპასუხო რეაქცია მკურნალობაზე უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ.
უკუჩვენებები
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება;
- არაკომპენსირებული დახურულკუთხოვანი გლაუკომა
გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.