ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქომასტიმულირებლები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის სინდრომის და ჰიპერაქტიურობის (ყდსჰ) დროს, ნოოტროპული საშუალებები. სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები. ათქ კოდი N06B X06. კლინიკური მახასიათებლები ჩვენებები - ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების გართულებებისა და შედეგების მკურნალობა. - ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები. - კოგნიციური და ქცევითი აშლილობა, გამოწვეული ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დარღვევებით.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა ციტიკოლინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. - პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი. გამოყენების წესი და დოზები რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500-დან 2000 მგ-მდე დღე-ღამეში, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გამოყენებისთვის. ვენაში პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინექციის (3-5 წუთის განმავლობაში, შესაყვანი დოზის მიხედვით) ან წვეთოვანი სახით (სიჩქარე: 40-60 წვეთი წუთში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2000 მგ. მკურნალობის ვადა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. საინექციო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ამპულის გახსნისთანავე. პრეპარატის ნარჩენები უნდა განადგურდეს. პრეპარატის შერევა შეიძლება ინტრავენური დანიშნულების ყველა იზოტონურ ხსნართან, აგრეთვე გლუკოზას ჰიპერტონულ ხსნართან. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პერორალური გამოყენების ხსნარის ფორმით. ბავშვები. ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. დოზის გადაჭარბება დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.