პროდუქტის შესახებ
ნეუკრონ ოფთა
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
შემადგენლობა: ერთი ამპულა (10მლ) აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: ციტიკოლინი 510მგ, ქოლინის ინტაქტი 10მგ.
ჩვენებები: გლაუკომა, გლუკომატოზური ნეირორეტინოპათია, მხედველობის ნერვის დისკის იშემია, თვალის ფსკერის ცვლილებები დაკავშირებული ჰიპერტონულ დაავადებასთან, ანგიოპათია, ანგიოსკლეროზი და რეტინოპათია. მაღალი ხარისხის მიოპია ამბლიოპია. დიაბეტური რეტინოპათია. ინსულტი, იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის სისხლის მიომოქცევის ქრონიკული მოშლა, ასთენია, მიასთენია, გაფანტული სკლეროზი, სისხლძარღვოვანი თავის ტკივილები, დემენცია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ნევრიტი, ნეიროპათიები, პარკინსონის დაავადება, ახალშობილთა სამშობიარო ტრავმები, ნევროლოგიური დაავადებები ბავშვებში, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
დოზირება და მიღების წესი: განკუთვნილი არის შიგნით მისაღებად. მოზრდილები: 1 ამპულა ერთხელ დღეში, ჭამის შემდეგ. 0-20კგ წონაზე-ამპულის ერთი მესამედი ჭამის შემდეგ. 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: ნახევარი ან ერთი ამპულა წონის მიხედვით, დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 20-30 დღე. გლაუკომიან პაციენტებში რეკომენდებული არის მიღება 4 თვე შემდგომი 2 თვიანი შესვენებით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია.
შეფუთვა: 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ამპულაში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია #30 ამპულა.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი: Omikron Italia s.r.l, იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
573
ჯენერიკი
ციტიქოლინი+ქოლინი