კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ნეირომეტაბოლური და ანტიოქსიდანტური პრეპარატი.
ჩვენებები: - ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; - თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); - პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია; - პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; - გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; - ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება; - ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; - გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; - დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას; - პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; - ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); - ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; - დიაბეტური რეტინოპათია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია. გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები. გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 8 წლიდან 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 რC ტემპერატურაზე.