ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის დისცირკულატორული ენცეფალოპაცია (ხანდაზმულ ასაკში, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ. შემდგომში მეხსიერებისა და/ან ინტელექტუალური შესაძლებლობის დაქვეითებით, ქალა-ტვინის ტრავმები, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლმიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღევევები (თავბრუსახვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია, ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ლაქას დეგენერაცია, დიაბეტური პოლინეიროპათია); ასთენიური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ნევროზით გამოწვეული დეპრესია.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ან 1 მლ ხსნარი პერორარულად მისაღებად 3-ჯერ დღეში ჭამის დროს (120 მგ/ დღეში). ასთენიური დარღვევების მკურნალობის დროს პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ - 2 ტაბლეტი, ან 2 მლ პერორალური ხსნარი 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება საჭმლის მონელების დარღვევა, კანის ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება.
ჭარბი დოზირება: არ ინიშნება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: დადგენილი არ არის. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.