განკუთვნილია მხედველობის დაქვეითების, მაკულას ცვლილებებისა და სენილური მაკულური დეგენერაციის მქონე პირებისთვის, მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებისათვის
A, C, E ვიტამინებით, მოცვის ექსტრაქტით, ლუტეინით და ზეაქსანტინით. განკუთვნილია მხედველობის დაქვეითების, მაკულას ცვლილებებისა და სენილური მაკულური დეგენერაციის მქონე პირებისთვის, მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებისათვის
შემადგენლობა :
აქტიური ინგრედიენტის შემცველობა 1 კაფსულა:
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) - 180.0 მგ
ვიტამინი E (DL-α-ტოკოფეროლ-აცეტატი) - 30.0 მგ
მოცვის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი - 60 მგ
ლუთეინი მარიგოლდის ყვავილიდან (Tagetes erecta ) - 15.0 მგ
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) - 1,200.0 მკგ
ზეაქსანტინი მარიგოლდის ყვავილიდან (Tagetes erecta ) - 0.68 მგ
მოქმედება:
მოცვი ხელს უწყობს ბადურის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებას და შედეგად, აჩქარებს ბადურის ქსოვილის რეგენერაციას, აუმჯობესებს მხედველობას შებინდებისას, ზრდის მხედველობის ველს და ამცირებს თვალის დაღლილობას. მოცვის ანთოციანოზიდებს (ფლავონოიდებს) აქვთ სასარგებლო გავლენა ბადურაზე, ხელს უშლის ამ ჰიპერმგრძნობიარე ქსოვილის ცვეთას და ასტიმულირებს როდოპსინის, სინათლისადმი მგრძნობიარე ბადურის პიგმენტის გამომუშავებას, ზრდის მის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილების მიმართ.
ლუთეინი და ზეაქსანტინი იცავენ ბადურას მკვეთრი შუქის მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებენ ბადურის დეგენერაციული ცვლილებების განვითარების რისკს და აქვთ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ლუთეინი _ კაროტინოიდი, უზრუნველყოფს ბადურის დაცვას დასხივებისგან.
ზეაქსანტინი _ ყვითელი პიგმენტი, ქსანტოფილების ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბადურის უჯრედების დამცველობით მექანიზმში.
ლუთეინის და ზეაქსანტინის ხანგრძლივი მიღება ზრდის მაკულარული პიგმენტის სიმკვრივეს და უზრუნველყოფს მხედველობის მაღალი სიმახვილის შენარჩუნებას..
ვიტამინები C,E -წარმოადგენენ ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, უზრუნველყოფენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების შემცირებას და მხედველობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ სისხლძარღვოვანი ქსელის სიმტკიცეს.
ვიტამინ C – წარმოადგენს ძლიერ ოქსიდანტს , რომელიც მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში, არეგულირებს მხედველობითი პიგმენტის აღდგანის პროცესს, ამცირებს გაზრდილ თვალის შიდა წნევას, ამცირებს გლაუკომის რისკს.
ვიტამინი E – ასრულებს ბიოლოგიური ანტიოქსიდანტის როლს, ახდენს თავისუფალი რადიკალების ინაქტივირებას და ამავდროულად აფერხებს მათ წარმოქმნას, უზრუნველყოფს კაპილარების სიმტკიცეს და მომატებული განვლადობის შემცირებას. უზრუნველყოფს კატარაქტის წარმოქმნისა და განვითარების პროფილაქტიკას.
Aვიტამინი - არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ერბრძვის მხედველობის იმ დარღვევებს რომელიც გამოწვეულია დეგენერაციული პროცესებით .ასეთებია: კატარაქტა და მაკულარული დეგენერაცია. ვიტამინი A სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად ხელს უწყობს ნეიროპათიის პროგრესირების შენელებას და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ქსეროფთალმია (თვალის კონიუქტივის და რქოვანას პროგრესირებადი დაზიანება )დაჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე).
ჩვენებები:
1.ნაადრევი რეტინოპათია.
2.პიგმენტური რეტინოპათია.
3.დიაბეტური რეტინოპათია
4.საცრემლე ჯირკვლის დაავადებები.
5.რეფრაქციის დარღვევები.
6.გლაუკომა.
7.ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია
8.ამბლიოპია, მიოპია,ლინზების მოხმარება.
9. .სიელმე (სტრაბიზმი)
10.ბადურის იშემიური რეპერფუზიული დაზიანება.
11. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს.
დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში საკმაო რაოდენიბის წყლის მიყოლებით
არ შეიცავს: გლუტენს და ლაქტოზას. კაფსულის გარსი მცენარეულია (Naturcaps®), არ შეიცავს ცხოველურ ჟელატინს ან ხელოვნურ საღებავებს
შენახვის პირობები
ინახება: მშრალ და გრილ ადგილზე, არაუმეტეს 25°C
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გაცემის ფორმა: რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:ESI იტალია
პარტნიორი საქართველოში: შპს „პრაიმლაინ თერაპია“ტელ. 593063300