/images/logo_ka.svg
სეპტოცინკი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

სეპტოცინკი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

სლოვაკეთი

უნიმედ ფარმა

პროდუქტის შესახებ
სეპტო ცინკი

ნატრიუმის ქლორიდი 7.5მგ/მლ, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.2 მგ/მლ, თუთიის გლუკონატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, კალციუმი ქლორიდის დიჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი და გამოხდილი წყალი.

მოყენება:
სეპტო ცინკი არის სტერილური, იზოტონური ხსნარი ანტისეპტიკური და სინერგიულად მოქმედი ნივთიერებების (თუთიის გლუკონატი და ბენზალკონიუმის ქლორიდი) შემცველობით. იგი განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად და თვალების გამოსარეცხად.

თუთიის გლუკონატს და ბენზალკონიუმის ქლორიდს გააჩნიათ სადეზინფექციო
(ანტიბაქტერიული და ანტივირუსული) მოქმედება თვალზე. აღნიშნული ნივთიერებების კომბინაცია გამოიყენება თვალის ინფექციური დაავადებების საპრევენციოდ და ძირითადი მკურნალობის გასაძლიერებლად.

თუთიის იონების შემცველი ნივთიერებების გამოყენება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში დიდი ხანია ცნობილია მათი ანტიმიკრობული მოქმედებიდან გამომდინარე. თუთიის გლუკონატური ფორმა კონიუნქტივას ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომლის ქვეშაც იქმნება ხელსაყრელი პირობები უჯრედების რეგენერაციისათვის. ეს უზრუნველყოფს კონიუნქტივას ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.

ბენზალკონიუმის ქლორიდის ანტისეპტიკური მოქმედება დაფუძნებულია მის სურფაქტანტულ თვისებებზე. დამატენიანებელი, დისპერსიული და ემულგირებადი ეფექტების წყალობით გამორეცხავს თვალიდან უცხო სხეულებს და მათ შორის მიკროორგანიზმებსაც. ბენზალკონიუმის ქლორიდს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აქტივობა, რაც აძლიერებს მის ანტისეპტიკურ თვისებებს.

დოზირება:
1 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

შეინახეთ 250 ქვემოთ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიმედ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდი+ბენზალკონიუმის ქლორიდი+თუთიის გლუკონატი
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | სეპტოცინკი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1