გამოიყენება ჭარბი ყურის გოგირდის მოცილების გასაადვილებლად, ყურის გოგირდის საცობის დასაშლელად.
ნაზი სურფაქტანტები (ნატრიუმის აცილსარკოსინატი და საქაროზის ეთერი), ჰუმექტანტი, მცენარეული წარმოშობის საღებავი.
დამხმარე ნივთიერებები: ქ.ს.100%.
ფერადი ფორმულა კონსერვანტების გარეშე. ბუნებრივი წარმოშობის ფერადი ფორმულა.
სპრეის კონტეინერის/ფლაკონის წვერო არ უნდა მოთავსდეს ღრმად ყურში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. არ უნდა იქნას პროდუქტი გამოყენებული დაფის აპკის პერფორაციის დროს, თუ აღინიშნება ყურის ინფექცია, მირინგოტომიული მილები. ყურის ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან კონტაქტი. არ შეიძლება გადაყლაპვა. ბოთლის ყოველი გამოყენების შემდეგ, უნდა მოიხსნას წვერო და გაირეცხოს ცხელი წყლით.
ბოთლი გამოყენებულ უნდა იქნას 3 თვის განმავლობაში პირველად გახსნის შემდეგ. გახსნის შემდეგ ერთდოზიანი ფლაკონი გამოყენებულ უნდა იქნას 24 საათში. არ შეიძლება მაცივარში შენახვა. ფლაკონები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება 10-40 C-ზე. არ უნდა იქნას გამოყენებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე/ერთდოზიან ფლაკონზე. არ უნდა იქნას გამოყენებული დაზიანებული ფლაკონი.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.