/images/logo_en.svg
TETESEPT Pflanzlicher Reizhusten Stiller 125 ml
TETESEPT Pflanzlicher Reizhusten Stiller 125 ml

TETESEPT Pflanzlicher Reizhusten Stiller 125 ml

Germany

ტეტესეპტ ფარმა

About Product
ტეტესეპტი მშრალი ხველის საწინააღმდეგო მცენარეული სიროფი

შემადგენლობა: ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (შეიცავს გლიცერინს), თაფლი, მწარე კამის ზეთი, ვარსკვლავური ანისის ზეთი, კარამელი, გლუკოზის სიროფი, საქაროზას აცეტატის იზობუტირატი (შეიცავს ტრიგლიცერიდებს), კალიუმის ციტრატს, კალიუმის სორბატს, წყალს.

შეიცავს: ისლანდიურ ხავსს, თაფლს, კალიუმის სორბატს და კალიუმის ციტრატს, გლუკოზას.
არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

ტეტესეპტის მშრალი ხველის საწინააღდეგო მცენარეული სიროფი ხსნის უსიამოვნო ხველას და ამშვიდებს ხველის სურვილს. ხველის დამთრგუნველ, დამამშვიდებელ და დამატენიანებელ ეფექტს განაპირობებს ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი. ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტი განაპირობებენ ყელისა და ხახის ლორწოვან გარსის გაღიზიანებული ადგილების დატენიანებას და დამშვიდებას. ხველის სურვილი შესამჩნევად ქრება. სიროფი ხელს უწყობს ბუნებრივი გაჯანსაღების პროცესს.

ტეტესეპტის მშრალი ხველის საწინააღმდეგო მცენარეული სიროფი შესაძლებელია ასევე გამოიყენოთ საღამოს და ღამით. მისი დამამშვიდებელი ეფექტი უზრუნველყოფს მშვიდ ღამეს.

ტეტესეპტი მცენარეული ხველის საწინააღმდეგო სიროფი ბუნებრივად ეფექტურია მშრალი ხველის დროს:
1. ხსნის მშრალ ხველას.
2. ამშვიდებს და აქვს რელაფსაციური ეფექტი.
3. ხელს უწყობს გაჯანსაღებას.

ტეტესეპტის მშრალი ხველის საწინააღმდეგო სიროფი - ღამის და დღისთვის შესაძლებელია დაინიშნოს ბავშვებში 1 წლიდან.
ხსნის მშრალ, გამაღიზიანებელ ხველას, ხმის ჩახლეჩვას და ყელის ტკივილს ლორწოვან გარსზე დამამშვიდებელი ეფექტით და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ბუნებრივ გაჯანსაღებას.

დოზირების ინსტრუქცია: პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ოპტიმალური დატენიანებისთვის, ტეტესეპტის მშრალი ხველის მცენარეული სიროფი დააყოვნეთ პირის ღრუში დაახლოებით 30 წამის განმავლობაში და შემდეგ ჩაყლაპეთ.
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: მოზრდილები იღებენ 10 მლ 3-ჯერ დღეში, 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები იღებენ 5 მლ 5-ჯერ დღეში, 11-დან 14 წლამდე ახალგაზრდები იღებენ 5 მლ 3-ჯერ დღეში. 4-დან 10 წლამდე ბავშვები იღებენ 5 მლ 2-ჯერ დღეში, ხოლო 1-დან 3 წლამდე ბავშვები იღებენ 5 მლ დღეში ერთხელ.
დოზის კორექტირება შესაძლებელია მკურნალი ექიმის მიერ, სიმპტომების სიმძიმისა და სიმპტომების გამომწვევი მიზეზების მიხედვით.
რეკომენდებულია თანდართული საზომი ჭიქის გამოყენება.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ! თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გთხოვთ მიჰყევით გამოყენების ინსტრუქციას.

შენიშვნები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ შენახვის ვადა 6 თვე.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ტეტესეპტ ფარმა
Country
Germany
Generic
Icelandic moss extract+honey+bitter fennel oil+star anise oil
Form
სიროფი
Quantity
1
Volume
125მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat
GPC | TETESEPT Pflanzlicher Reizhusten Stiller 125 ml