გამოიყენება სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს ჰიპოქსიის შესამცირებლად.
აქტიური ნივთიერებები:
აერინი ამარაგებს ორგანიზმს სტაბილიზირებული ჟანგბადით, რომელიც უჯრედშიდა ბიოქიმიური პროცესების უნივერსალური სტიმულატორია. თხევადი ჟანგბადით მკურნალობის შედეგია ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება სხვადასხვა გენეზის ჰიპოქსიის დროს. ასეთი სახით მიწოდებული ჟანგბადი არატოქსიური და მდგრადია, რის გამოც მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საიდანაც სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ შრესა და უჯრედებში და უზრუნველყოფს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
აერინი ხელს უწყობს ორგანიზმს ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების უკეთ შეთვისებაში. იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ფიზიკური დატვირთვისას, ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებთან, საგრძნობლად ზრდის ფიზიკურ გამძლეობას და შესაძლებლობებს.
აერინის გამოყენება ეფექტურია ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. იგი ასტიმულირებს ბუნებრივი მიკროფლორის გამრავლებას და ზრდას. ასევე, ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების, ბაქტერიის, სოკოს, ვირუსის, პარაზიტის და სხვა ინფექციური აგენტების, ზეგავლენას ორგანიზმზე, ვინაიდან ქმნის არახელსაყრელ პირობებს მათი განვითარებისთვის და შლის მათ მიერ წარმოქმნილ ტოქსინებს და დაშლის პროდუქტებს.
აერინი აუმჯობესებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აღადგენს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს და ელექტროლიტურ ბალანსს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას და აციდოზს. აერინი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას ორგანიზმში და აუმჯობესებს რეზისტენტობას სტრესის მიმართ.
აერინი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებების სიმპტომებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აადვილებს მძიმე მეტალების, ქიმიური საწამლავების და ტოქსიური აგენტების გამოდევნას ორგანიზმიდან.
აერინი გამოიყენება სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს ჰიპოქსიის შესამცირებლად:
აერინი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში ინიშნება 5 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში, 3-ჯერ დღეში კვებამდე 15-30 წუთით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2-კვირიანი ინტერვალის შემდეგ. ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზის ნახევარი.
გარეგანი გამოყენებისთვის საფენები მზადდება: 10 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. საფენი უნდა გამოიცვალოს 2-3-ჯერ დღეში.
პირის ღრუს სავლები მზადდება: 5 წვეთი გახსნილი 1/2 ჭიქა გამოხდილ ან ანადუღარ ცივ წყალში. რეკომენდებულია მომზადებული ხსნარის გამოვლება 2-3-ჯერ დღეში 2-3 წუთით პირის ღრუში დაყოვნებით.
წყლის დეზინფექციისთვის: 20-30 წვეთი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი წყლის გამოყენება რეკომენდებულია 24 სთ-ის შემდეგ.
გამოვლენილი არ არის.
დადგენილი არ არის.
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.