აქტიური ინგრედიენტები: თითოეული 1 წვეთი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 25 მკგ ვიტამინი K2 (მენაქინონი 7) 11.25 მკგ
ინგრედიენტები: მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი), მენაქინონი 7-ის (ვიტამინი K2) ნარევი (მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი) და მენაქინონი 7), ქოლეკალციფეროლი, ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლების ნარევი კონცენტრირებული (E 306)).
ჩვენება: •სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების შენარჩუნება. •ორგანიზმის უზრუნველყოფა ძვლის ქსოვილში კალციუმის საკმარისი მარაგებით. •კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა. •იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: მიიღება 1 წვეთი დღე-ღამეში, სასურველია ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
განსაკუთრებული მითითება: •რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება •არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას. •ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.