/images/logo_ka.svg
DHA+დ3 /დეჰა/ წვეთები ორალური 600სე 7მლ ფლაკონი #1
DHA+დ3 /დეჰა/ წვეთები ორალური 600სე 7მლ ფლაკონი #1

DHA+დ3 /დეჰა/ წვეთები ორალური 600სე 7მლ ფლაკონი #1

იტალია

ო.ფ.ი.

გამოიყენება ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობის, რაქიტის, ნერვული სისტემის და მხედველობის ანალიზატორის სრულფასოვანი განვითარების დროს.

პროდუქტის შესახებ

DHA+დ3 /დეჰა/ წვეთები ორალური 600სე

შემადგენლობა:

​6 წვეთი შეიცავს:

  • ვიტამინი D3 - 600 UI
  • მცენარეული წარმოშობის DHA- 40 მგ
  • ვიტამინი E- 0,99 მგ


ჩვენება:

  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • რაქიტის, ჰიპოკალცემიური სინდრომის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის და მეტაბოლური პროცესების დარღვევებით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროილაქტიკა და მკურნალობა
  • ნერვული სისტემის (კოგნიტური ფუნქციები) და მხედველობის ანალიზატორის სრულფასოვანი განვითარება
  • მეტაბოლური სინდრომისა და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკის შემცირება
  • დღენაკლ და მცირეწონიან ახალშობილებში ბრონქოპულმონური დისპლაზიების,ნეკროზული ენტეროკოლიტის, ჰემოლიზური დაავადების, რეტინოპათიის განვითარების პრევენცია.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა მიეკუთვნება ომეგა-3 პოლიუჯერ ესენციურ ცხიმოვან მჟავებს. პროდუქტი მიღებულია მცენარეული წყაროსგან - წყალმცენარეებისგან, რომლებიც მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა პირობებში. არ შეიცავს ტოქსიკურ მინარევებს და მძიმე მეტალებს, რაც მისი უპირატესობაა.
DHA წარმოადგენს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდური შრის მნიშვნელოვან სტრუქტურულ კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას შეიცავს თავის ტვინი და თვალის ბადურა.
DHA აუცილებელია ნაყოისა და ახალშობილის ნერვული სისტემის და მხედველობის ანალიზატორის ნორმალური განვითარებისთვის. DHA პასუხს აგებს ახალშობილებშიკ ოგნიტური ფუნქციების განვითარებაზე.
DHA ამცირებს ალერგიული დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
DHA განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლ და მცირეწონიან ახალშობილებში. კერძოდ, ამცირებს ბრონქოპულმონური დისპლაზიების, ნეკროზული ენტეროკოლიტისა და დღენაკლთა რეტინოპათიის განვითარების რისკს..
ვიტამინი D3 ხელს უწყობს Ca-ის აბსორბციას ნაწლავში; ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ადექვატურ კონცენტრაციებს სისხლში, რითაც ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ მინერალიზებას. მონაწილეობს ნერვულ და იმუნურ პროცესებში; აუცილებელია ძვლის ზრდისთვის და რემოდელირებისთვის.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია რაქიტისა და ოსტეოპოროზის პროილაქტიკისთვის.
ვიტამინი E ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, აქვეითებს პროსტაგლანდინების პროდუქციას და თრომბოციტების აგრეგაციას.
ვიტამინი E ეფექტურია ახალშობილებში სუნთქვითი დარღვევების სინდრომის, ჰემოლიზური დაავადების და დღენაკლებში ანემიის პრევენციისთვის.


დოზირება:

​4-6 წვეთი ერთხელ დღეში ჭამის დროს.


გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებულ დოზებში მიღებისას გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას .


უკუჩვენება:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. ჰიპერ-D-ვიტამინოზი. ჰიპერკალცემია.


შენახვა:

წვეთები ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ო.ფ.ი.
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი+ვიტ ა+ვიტ ე+დჰა
დოზა
600სე
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
7მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | DHA+დ3 /დეჰა/ წვეთები ორალური 600სე 7მლ ფლაკონი #