1 კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი - 180 მგ; ქონდროიტინის სულფატი - 150 მგ; ავოკადოსა და სოიოს ზეთების გაუსაპნავი ნაერთები - 55 მგ; მეთილსულფონილმეთანი (MSM) - 50 მგ; ბამბუკის ღეროს მშრალი ექსტრაქტი (Bambusa vulgaris) - 2,5 მგ, სტანდარტიზირებული (4:1) 10 მგ მცენარეული ნივთიერების შემცველობით. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გამოყენების ჩვენებები: • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი და სხვა • რევმატოიდული ართრიტი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენის მიზნით • ოსტეოპათია, ქონდროპათია, ქონდრომალაცია, პაროდონტოპათია ფიზიკური გადატვირთვის შედეგად სახსრების დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის სპორტული დაზიანებები) • გამოჯანმრთელების პერიოდი ძვლის მოტეხილობების შემდეგ (ძვლის კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად) • ტრავმები და ოპერაციული ჩარევები საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე
დოზირება: 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს წყალთან ერთად. დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ მიეკუთვება სამკურნალწამლო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.